გალფის მხარდაჭერით საქართველოდან 10 სტუდენტი სასწავლებლად აშშ-ში გაემგზავრება
13 დეკემბერი 2021

ნავთობკომპანია გალფსა და World Learning-ს შორის გაფორმდა საგრანტო ხელშეკრულება Global UGRAD-ის გაცვლითი პროგრამის გაფართოებასთან დაკავშირებით. ღონისძიება გალფის სათაო ოფისში ჩატარდა და მას აშს-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი და კულტურის ატაშე, კრისტოფერ ანდერსონი დაესწრო. გალფის ფინანსური დახმარების შედეგად Global UGRAD-ის გაცვლითი პროგრამის რაოდენობა გაორმაგდება და მომავალი წლიდან საქართველოდან ყოველწლიურად 10 ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტი გაემგზავრება ამერიკაში სასწავლებლად.

 

Global UGRAD წარმოადგენს ერთსემესტრიან გაცვლით პროგრამას ქართველი ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის და მათ აძლევთ საშუალებას ისწავლონ აშშ-ის უნივერსიტეტებში. პროგრამა მოიცავს ინგლისური ენის წინააკადემიურ ტრენინგებს, აკადემიურ კურსებს, პროფესიული განვითარების სემინარებსა და კულტურულ აქტივობებს.

© სან პეტროლიუმ ჯორჯია