GeoGPS - GPS ტექნოლოგია თქვენი ავტოპარკისთვის
GeoGPS - GPS ტექნოლოგია თქვენი ავტოპარკისთვის

კომპანია GeoGPS მომხმარებლებს სთავაზობს GPS ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ თანამედროვე მართვის სისტემას.

 

GPS არის გლობალური ნავიგაციის სატელიტური სისტემა, რომელიც აკონტროლებს სატრანსპორტო, მობილური და სტაციონალური მოწყობილობების ადგილმდებარეობას, ძრავის მუშაობას, გარბენს, სიჩქარეს, მოძრაობის კულტურას, საწვავის მოცულობას ავზში - ჩასხმას, ამოსხმას, ხარჯსა და ნაშთს.

 

კომპანია GeoGPS  2000 წლიდან წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და ემსახურება სადისტრიბუციო, ლოჯისტიკურ, სასოფლო - სამეურნეო, საბანკო, სამშენებლო, ფიჭური კავშირგაბმულობის, საფოსტო, წყალმომარაგების, ენერგეტიკულ, სალიზინგო, სამაუწყებლო და საერთაშორისო გადაზიდვების სფეროში მოღვაწე კომპანიებს.

 

ჩვენი მიზანია, ავტოპარკთან დაკავშირებული დანახარჯებისა და სამუშაო პროცესის ოპტიმიზაცია, რათა გავზარდოთ ეფექტურობა.

 

2011 წელს GeoGPS გახდა GPS მონიტორინგის ერთ-ერთი წამყვანი ჯგუფის, Gurtam-ის ოქროს პარტნიორი და GPS მოწყობილობების მწარმოებელი კომპანიის, Baltic Car Equipment-ის, ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. Gurtam მსოფლიოში წამყვანი პროვაიდერია და 130 ქვეყანაში 1,7 მილიონამდე ავტომანქანის მონოტორინგს უზრუნველყოფს.

 

GeoGPS  წარმატებით ახორციელებს პროექტებს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე, მუდმივად ეცნობა თანამედროვე ტენდენციებსა და მსოფლიოს წამყვანი კომპანიების ტექნოლოგიურ  მიღწევებს, რათა დანერგოს ახალი პროდუქტები მის საქმიანობაში.  GeoGPS-ის პროგრამისტების მიერაა შექმნილი სატრანსპორტო საშუალებების დისპეტჩერიზაციის მოდული, რომელიც განკუთვნილია საშუალო და დიდი ავტოპარკების მფლობელი კომპანიებისთვის და ეხმარება მათ ანალიტიკურად დამუშავებული ინფორმაციის სწრაფად მიღებაში.

 

ჩვენს მიერ შემოთავაზებული სისტემის მეშვეობით, ავტოპართან დაკავშირებული თქვენი ყოველდღიური საქმიანობა ავტომატურ რეჟიმში მუშაობს და უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი ინფორმაციის/სტატისტიკის ადვილად ხელმისაწვდომობას. ჩვენ გთავაზობთ ხარისხს, უსაფრთხოებას და ეფექტურობას ყოველდღიურ ცხოვრებაში და მზად ვართ, გაგიზიაროთ შეძენილი ცოდნა და გამოცდილება.

 

გესაჭიროებათ თანამშრომლების ადგილმდებარეობის კონტროლი და მათი ჩატარებული სამუშაოს სტატუსის მონიტორინგი? ჩვენ გთავაზობთ, თანამშრომლების მართვას მობილური აპლიკაციის გამოყენებით, მათთვის დავალებების გაგზავნას და სამუშაოს შესრულების დროისა და ხარისხის კონტროლს ონლაინ რეჟიმში.

 

მობილური აპიკაცია ხელმისაწვდომია iOS და Android სისტემებისთვის!

 

ფილიალების ქსელი

თბილისი : აკაკი წერეთლის გამზ. #140 და ქიზიყის ქ. #7ა

რეგიონები : ქ. ბათუმი, ქ. ფოთი, ქ. ზესტაფონი

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 24/7 განმავლობაში

ცხელი ხაზი : 16 111

info@geogps@ge ან ეწვიეთ www.geogps.ge

© სან პეტროლიუმ ჯორჯია