კარიერა გალფში

გალფი სწრაფად მზარდი კომპანიაა და წარმოადგენს ერთ-ერთ მსხვილ დამსაქმებელს საქართველოში. ეს განაპირობებს ადამიანური რესურსის მუდმივ საჭიროებას არამარტო თბილისში, არამედ რეგიონებშიც. კომპანიაში დღეს 2000-ზე მეტი დასაქმებულია და მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. კომპანია ახალი სახეების მუდმივ ძიებაშია. „გალფის" გუნდის ღირსეული წევრობისთვის მნიშვნელოვანია არამარტო დასაქმებულის პროფესიონალიზმი, არამედ კეთილგანწყობა და თავაზიანი დამოკიდებულება მომხმარებლის მიმართ.

 

კომპანია გამოირჩევა ინოვაციური პროექტებით და ზრუნავს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე. ძლიერი გუნდი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, შესაბამისად ის ორიენტირებულია ძლიერი კადრების მოზიდვაზე.

 

გალფი პირველი კომპანიაა ნავთობპროდუქტების ბაზარზე, რომელმაც დანერგა თანამშრომელთა გადამზადების ახალი სისტემა. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, რომ ავტოგასამართ სადგურზე მისულმა მომხმარებელა მიიღოს სრულყოფილი მომსახურება. ამ მიზნით კომპანიამ პროფესიული გადამზადების ცენტრი „გალფ სკოლა" გახსნა.

 

სკოლა მოწოდებულია ჩამოაყალიბოს მძლავრი, კარგად მომზადებული ადამიანების გუნდი, რომლებიც წარმოადგენენ კომპანიის სახეს. გალფი მუდმივად აწარმოებს კანდიდატების გადამზადებას, უზრუნველყოფს მათ თეორიული და პრაქტიკული ტრენინგებით. სკოლაში ყველა კანდიდატს აქვს შესაძლებლობა, მოისმინოს სრულყოფილი თეორიული კურსი ავტოგასამართი სადგურის გამართულ მუშაობასთან დაკავშირებულ მთელ რიგ საკითხზე, ხოლო შემდეგ გაიაროს პრაქტიკული მეცადინეობა სკოლის მიმდებარე სადგურზე.

 

„გალფ სკოლაში" ხდება ყველა ახალი თანამშრომლის გადამზადება და სერტიფიცირება. აღსანიშნავია, რომ სკოლაში რეგიონალური თანაშრომლების გადამზადებაც ხდება.

 

 

 

 ვაკანსიის განაცხადის ფორმა მიმდინარე ვაკანსიები

© სან პეტროლიუმ ჯორჯია