Gulf Card
GULF CARD არის კორპორატიული ბარათი, საწვავის ტალონებით შესყიდვის თანამედროვე შემცვლელი, რომელიც გაგიმარტივებთ ბიზნესის მართვას, როგორც მატერიალური სახსრების უკეთესად განკარგვის, ასევე საწვავის ხარჯვის დეტალური კონტროლის შესაძლებლობის მხრივ.
GULF CARD-ის უპირატესობა
- საწვავის ხარჯვის შემცირება;
- უვადო RFID ბარათის უფასოდ მიღება;
- კვირის ნებისმიერ დღეს, საწვავის განკარგვის 24 საათიანი კონტროლი და ეფექტური დაგეგმვის შესაძლებლობა;
- ოპერაციების სიმარტივე, ცვლილებებისა და განახლებების მომენტალური ასახვა;
- ონლაინ რეპორტინგის მეშვეობით სრული ანგარიშგების მიღება;
- დისტანციური კორპორატიული მომსახურების მიღება, ოფისიდან გაუსვლელად;
პროცედურა
- ბარათების შესაკვეთად ავსებთ განაცხადს ელექტრონულად ან ნებისმიერ სერვის ცენტრში;
- შეკვეთიდან 2-4 დღის განმავლობაში, თქვენი განაცხადის შესაბამისად, გადმოგეცემათ სასურველი რაოდენობის ბარათები.
- ინვოისის მოთხოვნას გზავნით ელექტრონულად - cardsales@gulf-ge.com-ზე ან ავსებთ ფორმას ჩვენს საიტზე (https://gulf.ge/ge/gulf_card/request_invoice);
- ელექტრონულად იღებთ ინვოისს და გადახდის ქვითარს აგზავნით ზემოთ აღნიშნულ მეილზე;
- ლიმიტის დასმა კომპანიის მთავარ ანგარიშზე ხდება ჩარიცხული თანხის ანგარიშზე ასახვიდან უმოკლეს ვადაში;
ელექტრონული შესყიდვის შესაძლებლობა დაგაზოგინებთ დიდ დროსა და ენერგიას. გარწმუნებთ, დახვეწილი მომხმარებლის მოთხოვნებს მორგებული ბარათი თქვენს მოლოდინს გადააჭარბებს.
GULF CARD-ის უპირატესობა სიმარტივეშია!
GULF CARD-თან დაკავშირებულ საკითხებზე დაგვიკავშირდით: *0008