საბითუმო მომსახურება
საბითუმო მომსახურება

ჩვენ უზრუნველვყოფთ ევრო 5 სტანდარტის საწვავის სითხის სახით მიწოდებას საქართველოს ნებისმიერ წერტილში. მრავალწლიანი გამოცდილება გვაძლევს საშუალებას, რომ მაქსიმალურად მოვერგოთ და პრიორიტეტად გავიხადოთ მომხმარებლის მოთხოვნები.

 

საბითუმო მომსახურების მთავარი უპირატესობებია:

  1. მაღალი დონის სერვისი - საწვავის დროული მიწოდება, უსაფრთხოების ნორმების სრული დაცულობა, გამართული მანქანები და მოწესრიგებული მძღოლები;
  2. მაქსიმალური კომფორტი - საწვავის მიტანის სერვისი, საწვავის რეზერვუარის მონტაჟი;
  3. სტაბილურობა - საწვავის უწყვეტი მარაგები;
  4. ბაზების ადგილმდებარეობა - საქართველოს მასშტაბით სტრატეგიულ ადგილებში.
  5. საუკეთესო ფასი - საწვავის შეძენის ყველაზე იაფი გზა;

ინოვაციური შეთავაზება!

თქვენ შეგიძლიათ ტრანსპორტირების სრულ პროცესს ადევნოთ თვალი და რუკაზე ნახოთ, თუ სად იმყოფება თქვენი საწვავით დატვირთული მანქანა. იმისთვის, რომ განსაზღვროთ საწვავის მიღების სავარაუდო დრო, მობილურში უნდა გადმოწეროთ შემდეგი აპლიკაცია:

 

ჩვენ ჩაგირთავთ წვდომას სისტემასთან და დაგარეგისტრირებთ მომხმარებლად

 

საწვავის რეზერვუარის მონტაჟი

ჩვენ გთავაზობთ თანამედროვე და უახლესი ტექნოლოგიით დამზადებული რეზერვუარების - „მობილური ავტოგასამართი სადგურების“ მონტაჟს თქვენთვის სასურველ ადგილზე. „მობილური ავტოგასამართი სადგური“ არის იაფი და კომპაქტური საწვავის რეზერვუარი, მათთვის ვისთვისაც:

  • პრიორიტეტულია ხარჯების შემცირება;
  • მნიშვნელოვანია საწვავის ნაშთების კონტროლი;
  • კრიტიკულია საწვავის უწყვეტი მარაგის ქონა, რათა დაგეგმილი სამუშაოები არ შეფერხდეს;
  • სურს ტექნიკის ან ავტოპარკის ეფექტური მართვა.

შეგიძლიათ შეგვიკვეთოთ ნებისმიერი მოცულობის რეზერვუარი, სასურველი რაოდენობის ტიხრებით რაც საშუალებას მოგცემთ ერთ რეზერვუარში განათავსოთ რამოდენიმე ტიპის პროდუქტი.

 

„მობილური ავტოგასამართი სადგურით“ სარგებლობის განმავლობაში თქვენ მოგემსახურებათ გალფის პროფესიონალ ტექნიკოსთა ჯგუფი, რომლებიც პერიოდულად მონიტორინგს გაუწევენ რეზერვუარის სწორ და გამართულ მუშაობას.

 

საწვავის სითხის სახით შეძენა შესაძლებელია 4 ნავთობბაზიდან:

 

თბილისი 

სამტრედია 

ქუთაისი 

ბათუმი 

ავჭალა, წყალსადენის № 11

კაკაბაძის ქ. № 10

შევჩენკოს ქ. 1 შესახვევი № 12

ურეხის დასახლება, ხახულის № 7

ავჭალა, წყალსადენის № 13

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია:


საბითუმო გაყიდვების განყოფილების უფროსი

სოფიო ქათამიძე 

მობ.: 577 11 09 75    

E-mail: s.katamidze@gulf-ge.com

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია