სოციალური პასუხისმგებლობა

გალფი, როგორც ფინანსურად ძლიერი კომპანია და ბრენდი, რომელიც წარმატებასთან ასოცირდება გრძნობს პასუხისმგებლობას იზრუნოს საზოგადოების სოციალურად დაუცველ წევრებზე, გარემოს გაუმჯობესებაზე და პროპაგანდა გაუწიოს ჯანსაღი ცხოვრების წესს.

 

გარემოს დაცვა
ავტომობილებით გადატვირთულ თანამედროვე სამყაროში გარემო მუდმივად განიცდის დაბინძურებას, შესაბამისად საზოგადოება კარგად უნდა აცნობიერებდნენ ვალდებულებას, იზრუნოს მის ეკოლოგიურ გაუმჯობესებაზე.

 

ვინაიდან „გალფის" საქმიანობის სფერო პირდაპირაა დაკავშირებული გარემოს დაბინძურებასთან, კომპანია ცდილობს იზრუნოს გამწვანებაზე და გადადგას ისეთი ქმედითუნარიანი ნაბიჯები, რაც ხელს შეუწყობს პრობლემის მაქსიმალურად აღმოფხვრას.

 

სოციალურად დაუცველ წევრებზე ზრუნვა
კომპანიას კარგად აქვს გათავისებული სოციალური პასუხისმგებლობა საზოგადოების სოციალურად დაუცველი წევრების მიმართ და ცდილობს მხარში დაუდგეს მათ, როგორც ქველმოქმედი კომპანია. „გალფში" ყოველდღიურად შემოდის უამრავი წერილი დახმარების თხოვნით.

 

მნიშვნელოვანია, რომ „გალფი" ზრუნავს არა მარტო ცაკლეული პირებისთვის მატერიალური დახმარების აღმოჩენაზე, არამედ, ასევე, ცდილობს შეუქმნას მათ შესაბამისი გარემოპირობა იმისთვის, რომ არ იგრძნონ თავი გარიყულად და შეძლონ საზოგადოებაში საკუთარი თავის დამკვიდრება.

 

სოციალურად დაუცველი წევრების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით,„გალფი" მუდმივად ზრუნავს მათ დასაქმებაზე და უქმნის ხელსაყრელ გარემოს, რათა მათ თავი იგრძნონ ძლიერი გუნდის წევრებად.

 

 

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია