ცოტა გეომეტრიის გამოყენებითა და რამდენიმე სხვა წესის დაცვით, შეგიძლიათ მანქანის პარკინგის პროცესი საგრძნობლად გაიმარტივოთ.
ერთმოძრაობიანი პარკინგის წესები საკმაოდ მარტივია. როგორ უნდა შევასრულოთ პარალელური პარკინგი ბრწყინვალედ?
- დაუდექით სხვა მანქანას სასურველ სივრცეზე. გაუსწორეთ თქვენი მანქანის უკანა ღერძი ამ მანქანის ბამპერს. საჭე ბოლომე დაატრიალეთ ბორდიურის მიმართულებით.
- დაძარით უკუსვლით მანამ, სანამ თქვენი უკანა შიდა საბურავის ცენტრი გაუსწორდება წინა მანქანის ქუჩის მხარის კიდეს. გაასწორეთ საჭე და განაგრძეთ უკუსვლა.
- როცა თქვენი გარე საბურავი იგივე კიდეს გაუსწორდება, საჭე მეორე მხარეს დაატრიალეთ.
- თუ ყველაფერს ამ გეგმის მიხედვით შეასრულებთ, ადგილზე ხართ, მანქანის ძარა უნაკაწროა. გადმოდით და დატკბით თქვენი მოხერხებულობით.
მათემატიკურად დამტკიცებულია!
ცოტა ხნის წინ, მკვლევრებმა განსაზღვრეს ნებისმიერი მანქანის პარალელური პარკინგისთვის საჭირო დამატებითი სივრცის ზუსტი ოდენობა. იგი დამოკიდებულია თქვენი მანქანის შემობრუნების რადიუსზე (r), ღერძებს შორის დაშორებაზე (I), წინა საბურავის ცენტრსა და მანქანის ცხვირს შორის არსებულ მანძილზე (k) და იმ მანქანის სიგანეზე, რომლის უკანაც აპარკინგებთ.