AdBlue® by BASF
AdBlue® by BASF

AdBlue® by BASF წარმოადგენს უმაღლესი ხარისხის პროდუქტს, რომლის მიზანიცაა შეამციროს ავტომობილიდან მავნე ნივთიერებების გამოყოფა ატმოსფეროში.

 

გალფი საერთაშორისო გერმანული კომპანია BASF-თან ერთად ეხმარება მძღოლებს შეამცირონ ემისიები და დაიცვან უახლესი Euro 4, 5 და 6 სტანდარტები. AdBlue® by BASF-ს თანამედროვე SCR სისტემაში გამოყენებისას შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს NOx და წვრილი ნაწილაკების ემისიები.

 

AdBlue® by BASF-ის უპირატესობები:

  • იცავს SCR სისტემებს;
  • ზრდის SCR ფილტრის სიცოცლისუნარიანობას;
  • უზრუნველყოფს SCR სისტემის ეფექტურობას;
  • ამცირებს საწვავის მოხმარებას;
  • ამცირებს გამონაბოლქვს;
  • არის ეკოლოგიურად სუფთა;
  • აქვს ხანგრძლივი შენახვის ვადა;
  • მიეწოდება თხევადი ფორმით;
  • აუმჯობესებს ძრავის სიმძლავრეს;
  • ამცირებს მოვლის ხარჯებს;
  • იწვევს საწვავის მაღალ ეფექტურობას;

 

გამოყენების პროცესი:

 

SCR სისტემას ხსნარი შეჰყავს პირდაპირ გამონაბოლქვის ნაკადში, სადაც ის რეაგირებს დამწვარი დიზელის აზოტის ოქსიდებთან, რის შემდეგაც წარმოქმნის არასაშიშ ბუნებრივ აზოტს და წყალს. გამორჩეული სისუფთავის გამო, AdBlue® by BASF არც აზიანებს SCR სისტემას და არც ამცირებს მის სიცოცხლის ხანგრძლივობას.

 

(ფოტო)

 

რომელ ავტომობილებში გამოიყენება AdBlue?

 

AdBlue® by BASF შეიძლება გამოვიყენოთ ყველა დიზელის ძრავაში, რომელიც აღჭურვილია SCR ტექნოლოგიით - მათ შორის მსუბუქ ავტომობილებში, ავტობუსებში, სატვირთო მანქანებში, გემებში, სტაციონალურ და მოძრავ ელექტროსადგურებში და სამთო, სამშენებლო და სასოფლო-სამეურნეო მანქანებში.

 

როგორ გავიგოთ აღჭურვილია თუ არა ავტომობილი SCR სისტემით?

 

შეამოწმეთ არის თუ არა სიტყვა "Blue" ან "SCR" მანქანის სახელის ნაწილი. მაგალითად, Peugeot-ისა და Citroen-ის დიზელები, რომლებიც იყენებენ AdBlue-ს, აქვთ BlueHDi ნიშნით. ფორდებს აქვთ EcoBlue ნიშნული. ფოლკსვაგენებს აქვთ ნიშნები TDI SCR და ა.შ..

 

შენახვა გამოყენების ვადები:

 

იმ პირობით, რომ შენარჩუნებულია შენახვის მაქსიმალური რეკომენდებული ტემპერატურა 25 °C, AdBlue® by BASF აგრძელებს ISO 22241-ის მოთხოვნების დაცვას წარმოებიდან მინიმუმ 12 თვის განმავლობაში. თუ შენახვის რეკომენდებული ტემპერატურა გადააჭარბებს, ეს პერიოდი შესაბამისად მცირდება. AdBlue® BASF მყარდება -11°C ტემპერატურაზე. ბუნებრივ პირობებში გადნობისას BASF-ის გაყინული AdBlue უბრუნდება თხევად მდგომარეობას და შეიძლება გამოყენებულ იქნას ხარისხის შემცირების გარეშე.

 

BASF არის VDA-ს (გერმანიის საავტომობილო ინდუსტრიის ასოციაციის) წევრი, რომელიც ფლობს და ლიცენზირებს AdBlue-ს ბრენდს. მან საკვანძო როლი ითამაშა ISO 22241-ის სტანდარტიზაციის პროცესში (AdBlue® სტანდარტი) და არის ISO 22241 კომიტეტის წევრი მისი დაარსების დღიდან.

© 2015 Sun Petroleum Georgia