მარტში, ჟენევის მოტორშოუზე Alfa Romeo-მ თავის ახალი კომპაქტური ჰიბრიდული SUV-ი, სახელად Tonale წარმოადგინა. სტატიაში მოცემული რენდერები INDAV Design-ს ეკუთვნის და წარმოაჩენს საწარმოო ვარიანტს, რომელიც როგორც ჩანს, საკმაოდ სპორტული იქნება.
წლის დასაწყისში წარმოდგენილი Alfa Romeo Tonale-ს კონცეპტის დიზაინი საოცრად გაბედული იყო, რომლის ფონზეც საკმაოდ დაიჩრდილა კომპანიის კიდევ ერთი SUV-ი, სახელად Stelvio. თუკი რენდერები ზუსტია, მივიღებთ Tonale-ს, რომელიც კონცეპტისგან დიდად არ განსხვავდება.
წინა მხარეს ჩანს კონცეპტისაზე ოდნავ სქელი ფარები, იგივე Scudetto ცხაური ვერცხლისფერი ზოლით. წინა მხარის დაბლითა ნაწილში ბამპერის საფარზე განთავსებულია სანისლე ფარები, რომლებიც კონცეპტში წარმოდგენილი არ ყოფილა; იქვეა იგივე ფორმის ჰაერმიმღებები.
კონცეპტის გვერდითა ციცქნა სარკეები ჩანაცვლებულია უფრო რეალისტური ტრადიციული სარკეებით. ასევე შენიშნავთ უფრო დახვეწილ სახელურებს წინა ორ კარზე, მაგრამ არანაირი ხილული სახელური არ შემიჩნევა უკანა კარებზე; ეს ტენდენცია Alfa-მ 1997 წელს დაიწყო 156-ში. უკანა ნაწილი შედარებით მარტივია; ბამპერის დაბლითა ნაწილზე განთავსებულია ჰორიზონტალური გაბარიტული ფარები და ქრომირებული წრიული გამოსაბოლქვი მილი.
Tonale-ს საბოლოო ვერსია დაეფუძნება Fiat Chrysler-ის წინა წამყვანი თვლების მქონე კომპაქტურ პლატფორმას. ახალ SUV-ს სავარაუდოდ ექნება plug-in ჰიბრიდი ძალური გადაცემის სისტემა, იგივე, რაც Jeep Renegade-ს აქვს.