2020 წლის Rezvani Tank-ი - მსოფლიოს ყველაზე ძლიერი SUV-ი

გახსოვთ, როცა ყველას პირზე ეკერა Bugatti Veyron-ის პირველი გამოშვება? ამჯერად ჩვენ წინაშეა ისეთივე მძლავრი კიდევ ერთი მანქანა უფრო ნაკლებ ფასად — 2020 წლის Rezvani Tank-ი, რომელსაც თქვენი წაყვანა მსოფლიოს დასასრულამდეც კი შეუძლია.

 


მისი პრემიერა 16 აგვისტოს, მონტერეის მანქანების კვირეულზე შედგება და გამოვა სამი სხვადასხვა ხარისხით. ყველაზე ხელმისაწვდომი ვერსიის ფასი 155 000$ იქნება და ექნება 285 ცხენის ძალის მქონე 3.6-ლიტრიანი V6 ძრავა. ასევე ვიხილავთ მის 500 ცხენის ძალის 6.4-ლიტრიან V8 ძრავიან და 285 ცხენის ძალიან 3.0-ლიტრიან დიზელის ვერსიებსაც.

 


რაც შეეხება დანარჩენ ორ მოდელს, ისინი იქნება Dodge Demon-ზე დაფუძნებული 6.2-ლიტრიანი V8 ჩაბერვიანი ძრავის მქონე მანქანა 1000 ცხენის ძალით; Tank Military Edition ვერსიის ფასი 295 000$ იქნება, Tank X-ის კი 349 000$.

 


წინა მოდელთან შედარებით, 2020 წლის Tank-ს აქვს ოდნავ განახლებული ექსტერიერის დიზაინი. სალონი მგზავრებისადმი მეგრობრული და ძლიერ მორგებადია, აქვს ტყავის განსხვავებული გადაწყვეტები, საზომ ხელსაწყოთა პანელის განსხვავებული ფერები და ა. შ. პანელის ცენტრში მოთავსებულია საინფორმაციო სისტემის 7,9-ინჩიანი დისპლეი, რომელსაც აქვს ინტეგრაცია Apple CarPlay-სთან, Google Maps-თან, Pandora-სთან, Stitcher-თან და სხვა აპლიკაციებთან.

 


Tank Military Edition-ი ნამდვილი აპოკალიფსის მანქანაა. აქვს ღამის თერმული ხედვა, ბალისტიკური დაცვა, სამხედრო სტანდარტის საბურავები, გვერდითი აფეთქებისგან დაცვა, ჯავშნიანი რადიატორი, საწვავის თვითჰერმეტიზებადი ავზი, გაძლიერებული საკიდარი და ბამპერები. ასევე აქვს ელექტრიფიცირებული კარის სახელურები, კვამლის ეკრანი, სირენები, პულსირებადი ნათურა, ინტერკომი, გაზის ნიღბები, ელექტრომაგნიტური წნევისგან დაცვა, ჰიპოთერმია, პირველადი დახმარების ხელსაწყოები და ა. შ.

 

 

 

 

© 2015 Sun Petroleum Georgia