2020 Chevrolet Corvette Stingray-ს პირველი ავარია შეემთხვა

ჯერ მხოლოდ სამი კვირაა, რაც ახალმა C8 Chevrolet Corvette Stingray-მ დღის სინათლე იხილა, მაგრამ ერთმა მათგანმა უკვე მოასწრო ავარიაში მოყოლა.


ავარიის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, მაგრამ ფოტოზე კარგად ჩანს, რომ შეჯახების შედეგად დაზიანებულია Ford-ის წითელი პიკაპი და ვერცხლისფერი Chevrolet Equinox-ი.

 


შუაძრავანი ახალი სუპერმანქანა წინა მხარეს საკმაოდ სერიოზულად არის დაზიანებული.


მძღოლის მხარეს განადგურებულია წინა ბამპერი. შეჯახების შედეგად გახსნილია უსაფრთხოების ბალიში.
წინა ბამპერი აქვს მომძვრალი Ford-ის პიკაპსაც. უკანა ერთი ბორბალი აკლია Chevrolet Equinox-ს. აშკარაა, რომ შეჯახება დიდი სისწრაფით მოხდა.


ნებისმიერი ახალი სპორტული მანქანისა თუ სუპერქარის პირველი გახმაურებული ავარია მართლაც ყოველთვის სამწუხაროა, მაგრამ ხშირად გარდაუვალი. საბედნიეროდ, ეს კონკრეტული Chevrolet კომპანიისა და მომხმარებელს არ ეკუთვნის და General Motors-ს საკმარისი დრო და რესურსები აქვს ასეთი ინციდენტების გამოსწორებისთვის. რაც ყველაზე მთავარია, ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

 

© 2015 Sun Petroleum Georgia