2019 წლის Toyota Supra - ცნობილი ხდება რამდენიმე დეტალი

Toyota უკანა წამყვან თვლიან სპორტულ მანქანათა რბოლაში 2012 წელს ჩაერთო. მას შემდეგ, ამ მიმართულებით კომპანიამ გაცილებით დიდი სამუშაო გასწია და ახლახან წარმოადგინა რაღაც ისეთი, რასაც ფანები უკვე დიდი ხანია ელოდნენ — ახალი Supra.



ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ Toyota ახალ სპორტულ მანქანებზე BMW-სთან ერთად მუშაობდა; ეს კარგი ამბავი საბოლოოდ დადასტურდა ჟენევის მოტორ-შოუზე. მანქანის სახელი კვლავ Supra იქნება.

 

მიუხედავად იმისა, რომ Toyota ადასტურებს Supra-ს დაბრუნებას, ჯერ კიდევ მრავალი რამ რჩება უცნობი. სინამდვილეში, კომპანიას ჟენევაში Supra არ წარმოუდგენია, საზოგადოებას მან GR Supra-ს სარბოლო კონცეპტი შესთავაზა, რომელიც ერთი შეხედვით ძალიან ჰგავს ჩვეულებრივ ქუჩის მანქანას.

Toyota-ს განცხადებით, ახალი Supra-ს კამუფლაჟირებული ვერსია წარმოდგენილი იქნება ამ რამდენიმე დღეში, ინგლისში, გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე. იქვე შედგება მისი პირველი არბენა ბორცვზე.

გორაკებზე რბოლის ცნობილ ფესტივალზე ახალ Supra-ს მოსინჯავენ Toyota-ს უფროსი ინჟინერი ტეცუია ტადა და Toyota-ს მასტერი მძღოლი ჰერვიგ დინენსი.

Supra-ს წარმოება BMW-სა და Toyota-ს 2012 წელს დაწყებული თანამშრომლობის შედეგია. ორი კომპანია ერთობლივად მუშაობს ძრავებზე, ლითიუმ-იონის ბატარეებსა და უკანა წამყვანი თვლების ახალ პლატფორმაზე.

 

© 2015 Sun Petroleum Georgia