Volkswagen-ის ახალ მოსიარულე „სახლს“ აქვს სახურავი, საიდანაც ვარსკვლავების ცქერით დატკბებით

Volkswagen-მა გარკვეულწილად ფუტურისტული სახის ავტომობილი წარმოადგინა. თქვენ წინაშეა ახალი California XXL. პატარა სახლის ყველა პირობით აღჭურვილი XXL თამამად იძლევა იმის ვარაუდის საშუალებას, რომ ადვილად გახდება მომავლის საცხოვრებელი მანქანა. ფაქტობრივად, იგი წარმოადგენს ბორბლებზე შემდგარ ერთოთახიან ბინას.



ბაზარზე არსებული მსგავსი ვაგონებისგან განსხვავებით, ამ სათავგადასავლო ავტომობილს აქვს საწოლი, სამზარეულო და საცხოვრებელი ზონა. გარდა ამისა, XXL გამოირჩევა ისეთი დახვეწილი მახასიათებლებით, როგორიცაა სახურავი, რომელთანაც ასევე იშლება დამატებითი სივრცე, გასაშლელი სველი წერტილი, გაგრილებად-გთბობადი საწოლი, გასაშლელი სამუშაო მაგიდა, იატაკქვეშა გათბობა. ვაგონის ინტერიერიც ისეთივე მიმზიდველია, როგორც ექსტერიერი; გარშემორტყმული ორმაგი განათებითა და პანორამული სახურავით, საიდანაც შესაძლებელია ვარსკვლავების ცქერით ტკბობა.



მიუხედავად იმისა, რომ სივრცე შეიძლება პატარა ჩანდეს (ბოლოსდაბოლოს, ის ვაგონია), შესაძლებელია XXL-ის გაზრდა. სააბაზანო 1,2 კვადრატული მეტრიდან 4,2 მეტრამდე იზრდება; მოიცავს ხელსაბანს, საშხაპესა და ტუალეტს. სამზარეულოს აქვს სივრცე ონკანისთვის, გაზქურისა და მაცივრისთვის. ადგილი გათვალისწინებულია ესპრესოს აპარატისათვისაც.

წინა სავარძლების თავზე განთავსებულია ორსაწოლიანი საძინებელი და ოთახი სტუმრებისთვის. რა თქმა უნდა, ყველაფერი რამდენიმე წუთში იშლება და იკეცება.



კიდევ ერთი ფუტურისტული მახასიათებელია California XXL App-ი, რომელიც თითქმის ყველაფერს აკონტროლებს. მისი გამოყენებით, მომხმარებლებს შეუძლიათ განათების შეცვლა, სახურავის დახურვა და ბორტზე არსებულ გასართობ სისტემასთან ურთიერთობა, რომელიც ასევე მოიცავს LCD პროექტორს აბაზანის კედლისთვის.

ახალი მოდელი კიდევ უფრო ავრცობს თავდაპირველი California-ს პოპულარობას და ასევე მოიცავს კომპანიის ახალი ვაგიონის — Crafter-ის ელემენტებს. ექსპერტთა თქმით, ამ ნაბიჯით Volkswagen-მა უპასუხა ისეთ კონკურენტებს, როგორებიც არის Mercedes-Benz Sprinter-ი, Ford Transit-ი და Ram Promaster-ი.

ამჟამად California XXL-ი ჯერ კიდევ კონცეპტის ეტაპზეა, მაგრამ როგორც ჩანს, კომპანია მას მალე რეალობად აქცევს.

© 2015 Sun Petroleum Georgia