როგორი იქნება Rolls-Royce-ის სრულიად ავტოპილოტი მანქანა

ავტომწარმოებელი Rolls-Royce სავარაუდოდ უკვე განიხილავს ავტოპილოტი ავტომობილების წარმოებას.



103EX-ის კონცეპტი კომპანიამ 2016 წელს წარმოადგინა. მას არ აქვს საჭე, აქვს დივნის მსგავსი სავარძელი, ვირტუალური ასისტენტ-მძღოლი და უზარმაზარი OLED ეკრანი.

Rolls-Royce-ს საავტომობილო დიზაინერის, ესტებან დიასის ახალი რენდერები წინა კონცეპტისგან გარკვეულწილად განსხვავდება. როგორც ჩანს, მისი კონცეპტი სტილის მხრივ წარმოადგენს 103EX-ისა და თანამედროვე Wraith-ის კომბინაციას. აქვს დახურული უკანა თვლები, გრძელი უკანა მინა და გამჭვირვალე სახურავი, საიდანაც, სავარაუდოდ ჩანს ნიშნები, რომ ავტომობილი სრულიად ელექტრო იქნება.



ინტერიერი უბრალოდ მომაჯადოებელია. მთლიან კაბინას გარს აკრავს დისპლეები, არსად ჩანს საჭის ნიშნები. არსად არის არც შიდა და არც გარე სარკეები.

ავტოპილოტიან ტექნოლოგიებს ალბათ ყველა ჩვენგანზე მალე მდიდრულ ავტომობილთა მყიდველები აითვისებენ, განსაკუთრებით ისინი, ვისაც სრულ კონტროლქვეშ ყოფნა მოსწონთ.

© 2015 Sun Petroleum Georgia