ქალებისთვის მანქანის მართვის უფლების მიცემის პირველივე დღეს, საუდელმა ქალმა F1-ის ავტომობილი ატარა
ზუსტად იმავე დღეს, როცა საუდის არაბეთში ქალებს მანქანის მართვის უფლება მიეცათ, საუდელმა არაბმა ქალმა, ასელ ალ-ჰამადმა ფორმულა ერთის ავტომობილი, 2012-წლიანი Lotus Renault-ი ატარა.



ალ-ჰამადი საუდის არაბეთის მოტოსპორტის ფედერაციის პირველი ქალი წევრია, რომელმაც მანქანა საფრანგეთის გრან-პრის შეჯიბრზე მართა. ათასობით მაყურებლის წინაშე მან 2012-წლიანი Lotus E20 ატარა.

„მჯერა, რომ დღეს აღვნიშნავთ არა მხოლოდ ქალების მიერ მანქანის მართვის დაწყების ახალ ერას, არამედ ქალების დაბადებას საუდის არაბეთის მოტოსპორტში“, — უთხრა მან Reuters-ს.

„ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც მოუთმენლად ველოდები, არის ის, რომ მოტოსპორტში ძალები მოსინჯონ ახალგაზრდა გოგონებმა. მინდა, რომ ეს სპორტი მათ სერიოზულ კარიერად განიხილონ. ვფიქრობ, ეს ჩემი უდიდესი მიღწევა იქნება“.

საუდელი ინტერიერის დიზაინერი და ბიზნესმენი ასელ ალ-ჰამადი პირველი ქალია, რომელმაც საუდის არაბეთში Ferrari-ს იმპორტი განახორციელა და თავის 458 Spider-ით მონაწილეობას იღებს სხვადასხვა შეჯიბრებში, ვორქშოპებსა და პროფესიონალურ შეჯიბრებებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.



აღსანიშნავია, რომ ალ-ჰამადმა მართა ზუსტად იგივე მანქანა (ფორმულა ერთის Lotus Renault E20), რომლითაც 2012 წელს აბუ-დაბიში გამარჯვება მოიპოვა კიმი რაიკონენემა.
© 2015 Sun Petroleum Georgia