Audi-ს ხელმძღვანელი დიზელის გამონაბოლქვის სკანდალის გამო დააკავეს

Audi-ს შეფი რუპერტ შტადლერი სამართალდამცველებმა დააკავეს. მიზეზი მისი მონაწილეობაა Volkswagen-ის სკანდალში, რომელშიც კომპანია დიზელის გამონაბოლქვის გამო გაეხვა.



Audi-ს აღმასრულებელი დირექტორი გერმანიაში დააკავეს. მიუნხენის პროკურატურის განცხადებით, შტადლერის დაპატიმრება აუცილებელი იყო, რათა მან ხელი არ შეუშალოს მიმდინარე გამოძიებას.

გერმანული გამოცემა Sueddeutsche Zeitung-ის ცნობით, Volkswagen-ის სამეთვალყურეო საბჭომ Audi-ს აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოსტზე ბრამ სკოტის კანდიდატურა წარადგინა.

ავტომწარმოებელი სკანდალში მას შემდეგ გაეხვა, რაც გაირკვა, რომ გაყალბებული იყო 2015 წლის დიზელის ავტომობილების გამონაბოლქვის ტესტები. მანქანები ევროპისა და აშშ-ის ბაზრებისთვის იყო განკუთვნილი.

მაისში, ბრალდება თავის მხრივ აშშ-მაც წარუდგინა Volkswagen-ის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, მარტინ ვაინტერკონს. მაგრამ ნაკლებ სავარაუდოა, რომ ის ამერიკული მართლმსაჯულების წინაშე წარსდგეს, რადგან გერმანია თავის მოქალაქეთა ექსტრადირებას ევროკავშირის ფარგლებს გარეთ არ ახდენს.

თუმცა, ტესტების გაყალბების ბრალდებით, აშშ-ში შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს კომპანიის ერთ-ერთ ხელმძღვანელს, ოლივერ შმიდტს.

გერმანელმა შმიდტმა, რომელიც Volkswagen-ში 2015 წლიდან მუშაობდა, გამოძიებას დაუმალა დოკუმენტები და ის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ავტომობილებს გამონაბოლქვის ყალბ ტესტს უტარებდა.

გასულ კვირას, Volkswagen-ი სკანდალის გამო 1 მილიარდი ევროს გადახდას დათანხმდა.

© 2015 Sun Petroleum Georgia