70 წლის იუბილეს აღსანიშნავად, Porsche სპეციალურ მაჯის საათს გამოუშვებს

სამოცდაათი წელი არც თუ ისე ცოტაა და აღნიშნვად ნამდვილად ღირს. სწორედ ამას აპირებს  Porsche Design-ი — თავის საათების კოლექციას კიდევ ერთ მოდელს შემატებს.


ახალი საათის სახელი 1919 Daytimer 70Y Sports Car Limited Edition-ი იქნება. იმეორებს Porsche 356-ის დიზაინის ელემენტებს, განსაკუთრებით კი ტორპედოს ინსტრუმენტებისას, რაც ამ შემთხვევაში მაჯის საათშია გადატანილი.



საათს აქვს 42 მილიმეტრიანი წყალგაუმტარი ტიტანის საფარი, რომელიც 10 ატმოსფერო წნევას უძლებს. შიდა ნაწილი წარმოადგენს შევიცარულ ავტომატურ საათს 38-საათიანი ენერგიის რეზერვით. ტაბლო შავია, ზედ გამოსახულია Porsche 356-ის სილუეტი, რომლის ქვემოთაც წარმოჩენილია 1948 წელი.

აღსანიშნავია, რომ სიმბოლურად, Porsche საათის მხოლოდ 1948 ეგზემპლარს გამოუშვებს, რითაც ხაზს გაუსვამს საკუთარი დაარსების წელს.



საათის ფასი 2 948 ევრო იქნება და გაიყიდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, Porsche Design-ის 130 მაღაზიაში.

© 2015 Sun Petroleum Georgia