Mitsubishi საკმაოდ ხშირად უშვებს Delica-ს ახალ მოდელებს. შარშანდელის მსგავსად, ახალი მოდელის პროტოტიპებმა ინტერნეტში ახლახანაც გაჟონა.
მიუხედავად იმისა, რომ პროტოტიპს კამუფლაჟი ფარავს, აშკარად ჩანს, რომ ახალი Delica ძალიან ჰგავს შარშანდელ კონცეპტებს და აერთიანებს Delica-ს კვადრატულ ფორმასა და Xpander-ის მკვეთრ წინა ნაწილს. რაც ყველაზე თვალშისაცემია, აღჭურვილია დაყოფილი წინა ფარებითა და მოკლე წინა და უკანა შვერილებით.
შიდა სივრცის მაქსიმალურად გაფართოების მიზნით, Mitsubishi-მ დააპროექტა ძაგრძელებული სახურავი, რომელიც ზუსტად იმავე სიმაღლეზეა, რაზეც უკანა ფანჯარა. ახალი Delica გათვლილია შვიდ მგზავრზე; საკმაოდ დახვეწილია გვერდითა ფანჯრები.
წინა ნაწილისგან განსხვავებით, უკანა ნაწილი განსაკუთრებით ემთხვევა კონცეპტს. აღჭურვილია საკმაოდ პატარა ზომის უკანა ფარებით.
პორტალ carscoops.com-ის ცნობით, გარდა სტილში განხორციელებული მოდიფიკაციებისა, ახალი Delica იგივე პლატფორმაზე იქნება, რაზეც Mitsubishi Outlander-ი. გარდა ამისა, გავრცელებული ხმების თანახმად, მოდელი აღჭურვილი იქნება ოთხივე წამყვანი თვლის სისტემით (Mitsubishi S-AWC). დიზელის ძრავის მოცულობა 2,2 ლიტრი იქნება, სიმძლავრე კი 170 ცხენის ძალა.
ახალი თაობის Mitsubishi Delica-ს მსოფლიო პრემიერა სავარაუდოდ წლის ბოლოს შედგება.