Chiron-ის წარმოება 2016 წლის ბოლოს დაიწყო. შარშან, Bugatti-მ 70 ეგზემპლარი გამოუშვა, რაც კარგად ჩაჯდა მათ წლიურ გეგმაში. მისი დებიუტის შემდეგ ასევე შევიტყვეთ, რომ 1500 ცხენის ძალის მქონე ეს მდიდრული რაკეტა ყველაზე კარგად კონტროლირებადი მანქანაა მთელ პლანეტაზე.
ახლახან Bugatti-მ მე-100 Chiron-ის აწყობა დაამთავრა, რაც იმას ნიშნავს, რომ მთლიანი წარმოების ერთმა-მეხუთედმა უკვე დატოვა Bugatti-ის სათავო ოფისის (ქალაქი მოლსემი, გერმანია) „ატელიე“.
საინტერესოა, რომ ეგზემპლარი #100 არ გახლავთ Chiron Sport-ი, რომელიც Bugatti-ის ოსტატობის ნამდვილი შედევრია 2018 წელს.
სანაცვლოდ, ეს არის 3,33$ მილიონად ღირებული Chiron-ი მუქი ლურჯი გარე კარბონის საფარით, რომელიც ფინეთიდან შემოიტანეს. გვერდით გასდევს წითელი ზოლი, დისკები კი შავშია გადაწყვეტილი. რაც შეეხება ინტერიერს, იქ წითელი ფერი დომინირებს.
მოდელით აღფრთოვანებულია Bugatti-ს ხელმძღვანელი სტივენ ვინკელმენიც: „მე-100 Chiron განსაკუთრებით სასიამოვნოა. არის ყოველმხრივ დინამიკური და ელეგანტური“.
ახალი ეგზემპლარი არაბეთის ნახევარკუნძულზე მცხოვრებმა მილიარდერმა შეიძინა. მისი ვინაობა არ სახელდება.