ფრანგი ფეხბურთელი ტიერი ანრი Renault-ში ბრენდის ელჩის პოზიციაზე ბრუნდება. Renault და ანრი წარსულშიც თანამშრომლობდნენ, განსაკუთრებით 2002 წელს, როდესაც მაშინდელი „არსენალის“ ფეხბურთელი Renault-ს Va Va Voom სარეკლამო კლიპებში მონაწილეობდა. ორი წლის შემდეგ, ეს სიტყვა ოფიციალურად დაემატა ოქსფორდის ინგლისურის მოკლე ლექსიკონს.
ამჯერად, ყოფილი ფეხბურთელი და ფრანგული ავტომწარმოებელი სარეკლამო კლიპებზე ითანამშრომლებენ, რომლის ჰეშტეგიც #withyoualltheway იქნება და წარმოაჩენს პრემიერ ლიგის ფანებსა და Renault-ის რამდენიმე მოდელს, მათ შორის Clio-ს, Captur-სა და Megane RS-ს.
„დიდებული შეგრძნებაა ხანგრძლივი ურთიერთობის კვლავ აღდგენა Renault-სთან. იმედი მაქვს, პრემიერ ლიგის სეზონის მიმდინარეობისას კომპანიას ზეიმის საჯაროდ აღნიშვნაში დავეხმარები, როცა ბრიტანეთის მინდვრებზე გარკვეულწილად კვლავ დავაბრუნებ Va Va Voom-ს“, — აღნიშნავს ანრი.
ტიერი ანრის პროფესიონალი ფეხბურთელის 20-წლიანი კარიერა აქვს. ამ პერიოდში დაახლოებით 800 თამაში აქვს ჩატარებული ისეთ კლუბებში, როგორებიცაა „მონაკო“, „იუვენტუსი“, „არსენალი“, „ბარსელონა“ და „ნიუ-იორკ რედ ბულზი“. ანრი მთელ მსოფლიოში განსაკუთრებით ცნობილია არსენალში გატარებული წლებით, სადაც მის ანგარიშზე 376 მატჩი და 228 გოლია.