ახალი როდსტერი Italdesign-სგან 2,4 მილიონ დოლარად

იტალიურმა კომპანია ItalDesign-Giugiaro-მ ახალი პროდუქტის - როდსტერ Zerouno-Roadster-ის დიზაინი სრულად გაასაჯაროვა. ფოტოები ავტომობილის გამოსახულებით ორიოდე დღის წინ გავრცელდა. ავტომობილი შეზღუდლი რაოდენობით - მხოლოდ 5 ერთეულის ოდენობით დამზადდება. თვითოეულის ღირებულება 2,4 მილიონი აშშ დოლარი იქნება.

 

 

საგულისხმოა, რომ ავტომობილის ტექნიკური და დინამიური პარამეტრების შესახებ ItalDesign-Giugiaro-ს ამ ეტაპზე არანაირი ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ვარაუდობენ, რომ მოდელი Lamborghini Huracan-ის პლატფორმის ბაზაზე აიგება. ამავე ავტომობილისგან გამოყენებული იქნება ძრავა - 5,2 ლიტრი მოცულობის V10, 610 ცხ.ძალა სიმძლავრით. ასეთი ძრავით ადგილიდან დაძვრისას 100 კმ/სთ ნიშნულის მიღწევისთვის ავტომობილი 3,2 წმ-ს მოანდომებს. Zerouno-Roadster-ის მაქსიმალური სიჩქარე 330 კმ/სთ-ის ფარგლებშ მოიაზრება.

 

როდსტერი კომპანიის 50 წლის იუბილესადმი შეიქმნა. სპეციალისტთა ვარაუდით Zerouno-Roadster-ს ჟენევის ავტოსალონზე წარმოადგენენ.

© 2015 Sun Petroleum Georgia