გერმნულმა ავტომწარმოებელმა Porsche დიზელის ძრავიანი უკანასკნელი მოდელების - Macan S Diesel და Panamera 4S Diesel სერიული წარმოება დაასრულა. დიზელის ძრავა არც ახალი თაობის Cayenne-ში მოიაზრება. ფაქტობრივად კომპანიამ საბოლოოდ თქვა უარი დიზელის ძრავების სამომავლო გამოყენებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება ბაზარზე არსებულმა მოთხოვნამ და ავტომობილების გამონაბოლქვთან დაკავშირებული ნორმების გამკაცრებამ განაპირობა.
გასულ 2017 წელს კომპანიამ 97 ათასი ქროსოვერი Macan-ი გაყიდა. ოფიციალური ინფორმაციით, დიზელის ძრავიან ვარიანტებზე მხოლოდ მცირე ნაწილი მოდის. Panamera-ს შემთხვევაში ჯამური გაყიდვებიდან დიზელმა მხოლოდ 15 %-ი შეადგინა. დანარჩენი მოცულობა ჰიბრიდებმა - 50 % და ბენზინის ძრავამ - 35 % გაინაწილეს.
Porsche-ს აღმასრულებელი დირექტორის, ოლივერ ბლუმის განმარტებით, დიზელის ძრავებმა კომპანიისთვის ინტერესი დაკარგეს - „პოპულარობით ისინი მხოლოდ ევროპაში სარგებლობენ. მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი მათი რაოდენობა 15 %-ს არ აღემატება“. პრიორიტეტების გადახედვის შემდეგ, დიზელის ძრავებიანი მოდელების სეგმენტისგან გამონთავისუფლებულ თანხებს კომპანია სამოდელო რიგის ელექტროფიკაციას მოახმარს.
ჰიბრიდებსა და ელექტროქარებზე ყურადღების გამახვილების და ახალი ეკოლოგიური ნორმების განახლებათან ერთად, სავარაუდოთ Porsche-ს გადაწყვეტილებაზე დიზელის ძრავებთან მმართებაში დიდი გავლენა „დიზელის სკანდალმა“ მოახდინა.
2017 წლის აგვისტოში, გერმანიის ეკოლოგიურმა ორგანიზაციამ Deutsche Umwelthilfe Porsche-ს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და კომპანიას 110 მილიონი ევროს ზარალის ანაზღაურება მოსთხოვა. Porsche და კონცერნი Volkswagen-ი მათი დიზელის ძრავიანი მოდელების გამონაბოლქვის რეალური მონაცემების გაყალბებაში დაადანაშაულეს. გამოშვებულ ავტომობილებზე დაყენებული პროგრამული უზრუნველყოფა, ავტომობილის გამონაბოლქვის სიდიდეს ამცირებდა. შესაბამისად სტენდზე შემოწმებისას, კომპიუტერი რეალური სიდიდის ნაცვლად, პროგრამული უზრუნველყოფის მიერ ხელოვნურად დაკლებულ ციფრს აჩვენებდა. მაშინ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, დეფექტის გამოსწორებამდე Porsche-ს დიზელის ძრავიანი მოდელების წარმოება აეკრძალა.
ამავდროულად Porsche-ს უკვე გამოშვებული 22 ათასი ქროსოვერ Cayenne-ის (მათგან 7 500 გერმანიაში) უკან გაწვევა და პროგრამული უზრუნევლყოფის ჩანაწვლება მოუხდა.