Toyota ამერიკისთვის ახალ SUV-ს აანონსებს - მანქანა ალაბამის შტატში აიწყობა

კროსოვერების ბაზარი სულ უფრო იზრდება და ტენდენციას არც Toyota ჩამორჩება. კომპანია ახალი SUV-ის შესახებ იუწყება, რომელიც აშშ-ში აიწყობა.


მოდელის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი, მაგრამ როგორც ავტომწარმოებელი იუწყება, ახალი მანქანა ალაბამის შტატის ქალაქ ჰანტსვილში, Mazda-სა და Toyota-ს ერთობლივ ქარხანაში დამზადდება. საწარმო ამჟამად მშენებლობის პროცესშია და ექსპლუატაციაში 2021 წელს შევა.

 


ამ ქარხანაში თავდაპირველად Toyota Corolla-ს წარმოება იყო დაგეგმილი, თუმცა ბაზარზე SUV-ზე მოთხოვნის ზრდის საპასუხოდ, კომპანიამ აზრი შეიცვალა. Toyota-ს განცხადებით, Corolla-ს წარმოება მისისიპის შტატში, ბლუ-სპრიგნსის ქარხანაში გაგრძელდება.

 


Mazda-სა და Toyota-ს ერთობლივ ქარხანაში წელიწადში 150 000 Corolla-ს წარმოება იყო დაგეგმილი. 2016 წელს აშშ-ში ამ მოდელის 360 483 მანქანა გაიყიდა, შარშან კი ეს მაჩვენებელი 280 886 ერთეულამდე დაეცა.

გამომდინარე აქედან, შესაძლოა Toyota-მ ჩათვალა, რომ ბაზარზე საკმარისი მოთხოვნა აღარ იყო და Corolla-ს წარმოებისთვის აშშ-ში ორი ქარხნის ქონა უკვე გაუმართლებელია.

 


მოდელის შესახებ დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი, თუმცა Toyota მას უკვე უწოდებს ჯერ არნახულ SUV-ს. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ალბათ ვიხილავთ სრულიად ახალ მანქანას, რომელიც კომპანიის კროსოვერებისა და SUV-ების არსებულ ხაზს შეუერთდება; ამ ოჯახის ღირსეული წევრები უკვე არიან CH-R, RAV4, Highlander-ი, 4Runner-ი, Sequoia და Land Cruiser-ი.

© 2015 Sun Petroleum Georgia