Prius Prime-ს Toyota მზის პანელებით დაფარავს, რომლებიც ბატარეებს მართვის დროსაც დამუხტავს

ავტომწარმოებლები აქტიურად ცდილობენ გარბენის მანძილის მაქსიმუმამდე გაზრდას თავიანთ plug-in ჰიბრიდებსა და ელექტრომობილებზე. მზის პანელები ამ მხრივ ყველაზე „ცხელი“, ახალი გამოსავალია.


რა თქმა უნდა, ამის შესახებ კარგად იცის Toyota-მ, რომელიც აცხადებს, რომ 2019 წლის ივლისის ბოლოს, გზებზე Prius PHV-ის (აშშ-ში Prius Prime) ტესტირება დაიწყება. ეს ავტომობილი აღჭურვილი იქნება მაღალეფქტიანი მზის ბატარეებით.

 


ტესტირება იაპონიის გზებზე შედგება. პროექტში ჩართულია Sharp Corporation-იც, რომელმაც მზის ბატარეების პანელები დაამზადა.


ავტომწარმოებლის განცხადებით, მისი მიზანია გარბენის მანძილის ეფექტიანობისა და საწვავის ეკონომიის ზრდა, რისთვისაც ელექტრიფიცირებულ მანქანებს მაღალეფექტიანი მზის პანელებით აღჭურავს.

 


Sharp-ის მიერ დამზადებულ მზის პანალებს Toyota განათავსებს საცდელი ავტომობილის სახურავზე, კაპოტზე, უკანა კარსა და Prius PHV-ის სხვა ნაწილებზე.


ამჟამინდელი Prius PHV-ისგან განსხვავებით, რომელსაც მზეზე დამუხტვადი სახურავი სისტემა უკვე აქვს, ახალი დემო-ვერსია გაცილებით უკეთესია მრავალ ასპექტში. 860 W ვატის სიმძლავრით, ენერგიის წარმოება 4,8-ჯერ არის გაზრდილი, მზის ბატარეების გარდაქმნის ეფექტიანობა 34 პროცენტს აჭარბებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დემო-მანქანა იყენებს სისტემას, რომელიც ბატარეებს მუხტავს როგორც მანქანის ტარებისას, ისე პარკინგში ყოფნისას.

 


როგორც Toyota აცხადებს, ექსპერიმენტულ მანქანაში პარკირების დროს დღიური დამუხტვის მაქსიმუმი 44,5 კმ გარბენის მანძილს უდრის; წინა ვერსიაში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 6,1 კმ იყო.


ყველაფერი გაცილებით უმჯობესდება, როცა მანქანა მოძრაობს. ამ შემთხვევაში, დღიური დამუხტვა 56,3 კმ გარბენის მანძილს უდრის.

 


Toyota ცდებს სხვადასხვა გარემოში ჩაატარებს ქალაქ ტოიოტაში, ტოკიოსა და ქვეყნის სხვა ნაწილებში.

 

© 2015 Sun Petroleum Georgia