2020 წლის Ford Focus ST - საკმაოდ კარგი მანქანა მაღალ ფასად

დღეისათვის, ხაზი ძირითად მიმართულებასა და პრემიუმ-შეთავაზებებს შორის სულ უფრო ბუნდოვანი ხდება. ბუნებრივია, ეს მათ ფასზეც აისახება, რადგან არსებობს „ცხელი“ ჰეტჩბეკები, რომელთა ფასიც ხშირად პრემიუმ-მანქანებისას უდრის. ამის კარგი მაგალითია ახალი Ford Focus ST.


გაერთიანებულ სამეფოში, ამ მანქანის ბენზინის ძრავიანი ვერსიის ფასი 40 508$/35 778€-დან იწყება; რაც შეეხება ექსტრა ვერსიებს, მათი ღირებულება ახალი BMW 3-სერიისას აღწევს.

 


ახალ Ford-ს აქვს 2.3-ლიტრიანი ტურბოძრავა 276 ცხენის ძალით, სპორტული შასი, ელექტრონული თვითბლოკირებადი დიფერენციალი, გაშვების კონტროლი და ა. შ. მეორე მხრივ, დაახლოებით ამავე ფასად Hyundai i30 N-ს იყიდით, რომლის ფასიც 32 913$/29 069€-დან იწყება.


დიზელის ვარიანტს აქვს 2.0-ლიტრიანი ძრავა 187 ცხენის ძალით, ფასი კი 37 337$/32 997€-ია.

 


გარდა ამისა, ექსტრა მოდელებში შეგიძლიათ აირჩიოთ Track, Slippery/Wet, Normal და Sport მართვის რეჟიმები.


2020 წლის Focus ST სწრაფია, აქვს საკმაოდ რიგიანი ადგილები უკანა მგზავრებისთვის, Recaro-ს კომფორტული წინა სავარძლები და საკმაოდ კარგი ზომის საბარგული. ასევე, Performance Pack ვერსიას აქვს დაყოვნების საწინააღმდეგო ტექნოლოგია, რომელიც აუმჯობესებს დროსელის რეაქციას.

 


რაც შეეხება წამყვან თვლებს, ახალ Ford Focus ST-ში ეს ფუნქცია წინა თვლებს აკისრია.

© 2015 Sun Petroleum Georgia