უნიკალური Alfa Romeo Sotheby’s-ს აუქციონზე

მომავალ, 2018 წელს RM Sotheby’s-ს აუქციონზე 1921 წლის მოდელის უნიკალური Alfa Romeo G1-ი იქნება წარმოდგენილი. ეს ავტომობილი Alfa Romeo-ს პირველი სერიული მოდელის ერთადერთი შემორჩენილი ეგზემპლიარია. სულ იტალიურმა ავტომწარმოებელმა თავის დროზე 52  ერთეული G1-ი დაამზადა. აუქციონზე გატანილი ეგზემპლიარის სასტარტო ღირებულება 1,5 მლნ აშშ დროლარი იქნება.

 

 

Alfa Romeo G1-ი 4 საფეხურიანი სიჩქარეთა კოლოფით და 6,3 ლიტრის მოცულობის 6 ცილინდრიანი ძრავით აღიჭურვებოდა, რომელიც მაქსიმალურ 70 ცხ.ძალა სიმძლავრეს გამოიმუშავებდა. მაქსიმალური სიჩქარე 138 კმ/სთ–ს აღწევდა, რაც იმ დროისთვის საკმაოდ კარგ მაჩვენებლად ითვლებოდა.

 

აუქციონზე წარმოდგენილი მოდელი, ძარის ნომრით „618“-ი, G1ის სერიის ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელია. ავტომობილის პირველი მფლობელი ავსტრალიელი იყო. შემდგომი წლების განმავლობაში მან მეპატრონე არაერთხელ შეიცვალა, სანამ 1965 წელს ცნობილი ავტოკოლექციონერის როს ფლუელ სმიტის ავტოფარეხში საპატიო ადგილი არ დაიკავა. 1970-იან და 2000-იან წლებში ავტომობილმა ორჯერ აღდგენითი სამუშაოების სრული ციკლი გაიარა და ამჟამად მუშა მდგომარეობაშია.

 

 

მიმდინარე წლის სექტემბერში RM Sotheby’s-ს აუქციონზე უნიკალური და ერთადერთი შემორჩენილი  Ferrari 365 GTB/4 Daytona Berlinetta Alloy by Scaglietti გაიყიდა.  უკანასკნელი 40 წელი  ავტომობილმა ატოფარეხში გაატარა და აუქციონზე მეტად არასახარბიელო მდგომარეობაში იყო წარმოდგენილი. Ferrari-ის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ აუქციონზე უნიკალური Daytona 1,8 მლნ ევროდ გაიყიდა.

 

© 2015 Sun Petroleum Georgia