აპირებს თუ არა BMW შექმნას Toyota Land Cruiser-ის საკუთარი ვერსია

იაპონურ საავტომობილო ჟურნალებს ძალიან უყვართ ჭორების გავრცელება. ბოლო ასეთი ცნობის მიხედვით, BMW Toyota-სთან ერთად მუშაობს Land Cruiser-ის საკუთარი ვერსიის შექმნაზე.


BMW-მ და Toyota-მ ერთობლივად უკვე შექმნეს ახალი Toyota Supra და BMW Z4. იაპონური გამოცემა MacX-ის ცნობით, ორი ავტომწარმოებელი თანამშრომლობას აგრძელებს, ამჯერად მაღალი გამავლობის მანქანის შესაქმნელად.

 


მიჩნეულია, რომ BMW-ს მომხმარებლები რუსეთსა და ახლო აღმოსავლეთში, კომპანიისგან აქტიურად მოითხოვენ Land Cruiser-ის მსგავსი შესაძლებლობების მქონე მაღალი გამავლობის მანქანის შექმნას.


BMW-ს უდიდესი SUV-ი ამჟამად არის X7. მიუხედავად იმისა, რომ ისიც შეიძლება ოფროუდერად ჩავთვალოთ, ახლოსაც ვერ მივა Lexus-ის Toyota Land Cruiser-ზე დაფუძნებულ LX-თან. თუკი BMW-ს იაპონური ავტომწარმოებელი Land Cruiser-ის პლატფორმას მისცემს, შეიძლება შეიქმნას ოფროუდერის მახასიათებლების მქონე SUV-ი რვა სავარძლით, რომელშიც ასევე ვნახავთ X7-ისა და უფრო პატარა X მოდელების მახასიათებლებს.

 


Supra-სა და Z4-ის წარმატებიდან გამომდინარე, სულაც არ იქნება გასაკვირი, თუ Toyota და BMW პარტნიორობას გააგრძელებენ. SUV-ების ბაზარზე მათი ერთობლივი შესვლა კი მართლაც გონივრული იქნება, თუ გავითვალისწინებთ ამ ტიპის ავტომობილთა პოპულარობას.

© 2015 Sun Petroleum Georgia