როგორი იქნება 2020 წლის Land Rover Defender-ი

მას შემდეგ, რაც ინტერნეტში Lego Technic 2020 Land Rover Defender-ის ფოტო გავრცელდა, გამოჩნდა ციფრული ხელსაწყოების დაფის სურათიც.


ფოტო თავდაპირველად Land Rover-ის ფორუმებში გავრცელდა, შემდეგ კი Twitter-ზეც გამოჩნდა. ასახავს ახალი Defender-ის ციფრულ მხარეს და გვარწმუნებს, რომ გაცილებით თანამედროვე დიზაინი ექნება, ვიდრე წინა თაობის მოდელს.

 


წინა მხრიდან ახალ Land Rover-ს ოდნავ მომრგვალებული შეხედულება აქვს; თვალში მოგხვდებათ წრიული LED ფარები. შენიშნავთ შავფრთიან სარკეებს, ისევე როგორც შავ ცენტრალურ და უკანა დგარებსა და ძარის ფერში გადაწყვეტილ უკანა ცენტრალურ დგარს. სახურავთან მოჩანს პატარა გვერდითა სარკეც.


მანქანის ექსტერიერის ზოგადი დიზაინი სულაც არ არის მოულოდნელი და დაახლოებით ისეთია, როგორსაც საავტომობილო პორტალები პროგნოზირებდნენ. ახალი Defender-ი ინარჩუნებს ყუთის ფორმას და გარკვეულწილად მოღუნულ კიდეებს; ახალი მახასიათებლები კი მას უფრო თანამედროვე და გზაზე ფოკუსირებულის იერს აძლევს.

 


ახალი Defender-ის საძირკველია MLA პლატფორმის გაუმჯობესებული ვერსია, რომელსაც Range Rover Sport-ი და Land Rover Discovery-იც იყენებს. ჯერჯერობით უცნობია, როგორი იქნება ძალური გადაცემის სისტემა, მაგრამ სავარაუდოდ, აღიჭურვება 2.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ბენზინისა და დიზელის ძრავებით.

 

ხელმისაწვდომი იქნება ოთხივე წამყვანი თვლის (სრული ამძრავი) მქონე მოდელიც. რაც შეეხება გადაცემათა კოლოფს, მომხმარებლებს არჩევანის გაკეთება მექანიკურ და ავტომატურ ვერსიებს შორის მოუწევთ. სავარაუდოდ გამოჩნდება ბენზინის ჰიბრიდული ვერსიაც.


ახალი Defender-ი სექტემბერში, ფრანკფურტის ავტოშოუზე ან სპეციალურ ღონისძიებაზე გამოჩნდება.

 

© 2015 Sun Petroleum Georgia