2020 წლის Audi SQ8-ს დიზელის 4.0-ლიტრიანი V8 ტურბოძრავა ექნება

Audi-მ 2020 წლის SQ8 წარმოადგინა.


Audi Q8-ს უფრო წარმადობაზე ფოკუსირებული ვერსია აღჭურვილია დიზელის ორმაგი ტურბოჩაბერვიანი 4.0-ლიტრიანი V8 ძრავით, რომელიც ასევე გამოყენებულია SQ7-ში. საერთო ჯამში მას 429 ცხენის ძალა აქვს და 100 კილომეტრს 4,8 წამში ავითარებს; ტოპ-სიჩქარე 250 კმ/სთ-ია.

 


მანქანის ძალური გადაცემათა სისტემა ასევე მოიცავს 48 ვოლტიან ლითიუმ-იონურ ბატარეებს, რომლებიც ელექტროკომპრესორს ამუშავებს. 22 კმ/სთ სიჩქარემდე, მომხმარებლებს შეუძლიათ ავტომობილი სრულიად ელექტრორეჟიმში ამუშაონ. SQ8-ს სხვა მოდელებისგან მხოლოდ ძრავა როდი განასხვავებს.


ახალი SUV-ი Audi-მ ნახშირბად-ბოჭკოვანი მუხრუჭებით აღჭურვა; დაუყენა ადაპტური პნევმატიკური საკიდარი და Drive Select დინამიკური მანევრირების სისტემა. მომხმარებლებს შეუძლიათ აირჩიონ ოთხივე წამყვანი თვლის მქონე ვერსია ან სპორტული დიფერენციალი და ელექტრომექანიკური აქტიური განივი მდგრადობის სტაბილიზატორი.

 


უფრო პატარა Q8 მოდელებისგან SQ8-ს ვიზუალურად გარკვეული ცვლილებები განასხვავებს. ნახავთ ოთხ გამოსაბოლქვ მილს, ვერცხლისფერ უკანა დიფუზორს, სპორტულ საბურავებს, „S“ ემბლემებსა თუ ახალ ჰაერის შემშვებებს.


ინტერიერში დაგხვდებათ სტანდარტული მახასიათებლები, მაგალითად, უჟანგავი ფოლადის პედლებს, კარის ალუმინის მოზაიკებს, რელიეფურ „S“ ლოგოებს, ტყავისა და Alcantara-ს დეტალებს.

 


Audi-ს განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა SQ8-ს ბენზინის ვერსიაზეც, რომელიც კონკრეტულ ბაზრებზე გაიყიდება, მათ შორის, სავარაუდოდ აშშ-შიც. ფასი 103 031$-დან დაიწყება.

© 2015 Sun Petroleum Georgia