5 მთავარი დეტალი BMW-ს ახალი M8 Coupe-ს, Convertible-სა და Competition-ის შესახებ

უკვე ვიცით, რომ BMW-ს M Performance-ის ფრთა და მისი საინჟინრო დეტალები ბრენდის უახლეს 8-სერიის გრან-ტურიზმოში გამოჩნდა. თუმცა არავინ ელოდა, რომ M Performance-ის ეს დეტალი M8 Coupe-ში, Convertible-სა და Competition მოდელებშიც გამოჩნდებოდა.


გამოცემა The Drive-მა ამ სამი მოდელის ხუთი გამორჩეული დეტალი გამოყო.

 

5. მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს 600-დან 617 ცხენის ძალას შორის


გამომდინარე იქიდან, რომ როგორც წესი, Competition მოდელებში შუა-ციკლური განახლებები არ ხდება, BMW-მ M8 და M8 Competition-ი ერთდროულად გამოუშვა. სამივე მოდელს — Coupe-ს, Convertible-სა და Competition-ს აქვს ორმაგი ტურნოჩაბერვიანი V-8 ძრავა, რომელიც M850i-დან არის გადმოტანილი. სტანდარტულ M8 Coupe-სა და კაბრიოლეტში ის 600 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, M8 Competition-ში კი 617-ს.

 

4. M8-ს დინამიკის მთლიანობა მორგებადია


რამდენად სხვადასვხანაირი ხმები გინდათ, რომ ისმოდეს M8-ს გამოსაბოლქვიდან, როგორი იყოს მანქანის ტოპ სიჩქარე, როგორ გიყვართ მისი დაძვრა, რანაირი იყოს მუხრუჭის მახასიათებლები, სად გაიგზავნოს ძრავის ძალა, როგორი სუსპენზია მოგწონთ — თითქმის ყველა ეს დინამიკა მორგებადია, რათა თითოეულმა მძღოლმა ის თავის თავზე მოირგოს. ეს ყველაფერი BMW-ს iDrive ინტერფეისით კონტროლდება.


3. უფრო ჭკვიანია, ვიდრე გგონიათ


M8-ს მძღოლის დამხმარე სისტემები (Driver Assistance Systems) მოიცავს წინიდან შეჯახების გამაფრთხილებელს (Frontal Collision Warning), City Mitigation Warning-ს, უხილავი ზონების დაფიქსირების სისტემას, ზოლიდან გადასვლის გამაფრთხილებელს, მიმდებარე გარემოს ხედვის კამერას, პარკინგის დამხმარეს, უკუსვლის ტრაფიკის გადაკვეთის გამაფრთხილებელს (Rear Cross Traffic Alert), ზღვრული სიჩქარის ინფორმაციას, აქტიურ კრუიზ-კონტროლს Stop & Go ფუნქციებით, გვერდიდან შეჯახების დამცავს, საცობებში დამხმარეს, წინსვლის ტრაფიკის კვეთის გამაფრთხილებელს.


2. Bowers & Wilkins-ის აუდიოსისტემა


საავტომობილო აუდიოსისტემების გრძელ სიაში, რამდენიმე მართლაც გამორჩეულია. უმეტესი მათგანი პატარა და არათანაბარია, ბასებზე ორიენტირებული. თუმცა, ამას ვერ ვიტყვით Bowers & Wilkins-ის სისტემებზე. ეს სისტემა პირველად Volvo-ებში გამოჩნდა და დღეისათვის, მსოფლიოს მოწინავე აუდიოსისტემებს შორისაა. თუ მუსიკა გიყვართ, ეს სისტემაც უდავოდ შეგიყვარდებათ.

 

1. სულაც არ არის იაფი


BMW-ს განცხადებით, M8 Coupe-ს ფასი 133 000$ იქნება, Convertible 142 500$ ეღირება, M8 Competition-ის ფასი 142 500$ იქნება კუპეს შემთხვევაში, Competition Convertible ვერსია კი 155 500$.

© 2015 Sun Petroleum Georgia