გაგზავნეთ თქვენი სახელი მარსზე NASA-ს მარსმავალით

NASA ყველას გვაძლევს შანსს, ჩვენი სახელები წითელ პლანეტაზე გავგზავნოთ. გვარ-სახელები სპეციალურ ჩიპზე ჩაიწერება, რომელსაც მარსზე ნასას ახალი მავალი Mars 2020 წაიღებს.


მარსმავალს 2020 წლის ივლისში გაუშვებენ; წითელი პლანეტაზე ის 2021 წლის თებერვალში დაჯდება.

 

ახალი მარსმავალი მოძებნის მიკრობული სიცოცხლის კვალს, შეისწავლის პლანეტის კლიმატსა, გეოლოგიას, ჩაატარებს მრავალ ანალიზს და გზას მოამზადებს წითელ პლანეტაზე ადამიანთა გამგზავრებისათვის.


NASA-ს სამეცნიერო დირექტორატის ასოცირებული ადმინისტრატორის, თომას ზურბუკენის განცხადებით, მარსის ეს ისტორიული მისია პასუხს გასცემს საკვანძო კითხვებს წითელი პლანეტისა და სიცოცხლის წარმოშობის შესახებ.

 

გვარ-სახელის ჩაწერა 30 სექტემბრამდე შეგიძლიათ სპეციალურ საიტზე. ფორმის შევსების შემდეგ მიიღებთ სამახსოვრო ბილეთსაც.

 

 

პროცესის დასრულების NASA გვარ-სახელებს ელექტრონულად, სილიციუმის ჩიპზე ჩაწერს. თქვენი სახელი ჩიპზე ადამიანის თმის ღერზე ათასჯერ წვრილი შრიფტით ჩაიწერება.


ასეთივე მიკროჩიპით, ორ მილიონზე მეტი ადამიანის სახელი მარსზე უკვე წაიღო NASA-ს ხომალდმა InSight-მა, რომელიც წითელ პლანეტაზე გასული წლის ბოლოს დაჯდა.


სპეციალური ფორმის შევსება საკმაოდ მარტივია. არ გაუშვათ იშვიათი შანსი ხელიდან. ვინვ უკვე შეავსეთ, შეგიძლიათ კომენტარებში გვაცნობოთ.

 

https://go.nasa.gov/Mars2020Pass

© 2015 Sun Petroleum Georgia