2020 წლის Honda Fit & Jazz - დიზაინი, მახასიათებლები და ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ

სუბკომპაქტური ავტომობილები შესაძლოა სულაც არ გახლავთ მსოფლიოს საკულტო მანქანათა სიაში, მაგრამ Honda-ს Fit-მა (ევროპაში Jazz-ი) წლების განმავლობაში საკმაოდ ლოიალური რეპუტაცია გამოიმუშავა თავის ჭკვიანური შეფუთვით, ეკონომიური ძალური გადაცემითა თუ კონკურენტუნარიანი მართვის დინამიკით.

 


თუმცა, ეს მანქანა ერთგვარად დაიჩრდილა, რადგან მომხმარებლები ძირითადად პატარა SUV-სა და კროსოვერებზე გადადიან. საბედნიეროდ, იაპონურმა ავტომწარმოებელმა ეს ტენდენცია კარგად იცის და შემდეგი თაობის მოდელით ორმხრივ შეტევას გეგმავს ჩვეულებრივ და ფსევდო CUV ფორმატებზე.


თქვენ წინაშეა Fit (Jazz)-ის 2020 წლის სტანდარტულ, გზაზე ორიენტირებული მოდელის ვიზუალი.

 

ახალგაზრდული და დახვეწილი


ერთი შეხედვით, დიზაინი ისე რადიკალურად არ არის შეცვლილი, როგორც ეს ამჟამინდელ Civic-შია წინა მოდელთან შედარებით. ახალი Fit-ის დიზაინი არა იმდენად შეცვლილი, არამედ გაუმჯობესებული და გასპორტულებულია.

 


წინა მხარეს ახლა უფრო სუფთა, მიმზიდველი და ახალგაზრდული შესახედაობა აქვს. პირველი თაობისგან განსხვავებით, ფარები უფრო ფართოა, აქვს მართკუთხა პროექტორული ლინზები და მეტი ტექნიკური დეტალიზაცია მოხვევის მანიშნებელ ნათურებში. ჰორიზონტალური თემა დომინირებს ცხაურსა და ქვედა ჰაერმიმიღებში. ფურცლოვანი ლითონის ზედაპირი უფრო ორგანულია და მინიმალურად აქვს ნაკეცები.


ყველგანმავალი მანქანით შთაგონებულ ვერსიას ექნება ძარის უფრო მკაფიო გარსაკრავი საბურავის თაღებისა და ზღურბლების ირგვლივ. ის ასევე აღიჭურვება განსხვავებული წინა ბამპერით, სახურავის ხაზებითა და მაღალი კლირენსით.

 

სალონი


ამჟამინდელი მოდელის ერთი თავისტკივილი ის არის, რომ მისი სალონი პიკასოს ფანატის მიერ შექმნილს ჰგავს, რაც ბევრ ნამდვილად არ მოსწონს. მაშინ Honda-მ უფრო პრიალა, ორ ტონში გადაწყვეტილი, ჰორიზონტალური თემის მქონე ხელსაწყოთა პანელი არჩია, რომელზეც ნახავთ ვერტიკალურ სავენტილაციო ხვრელებსა და შედარებით მაღლა დამონტაჟებულ სენსორულ ინტერფეისს, რომელიც ტორპედოსგან ოდნავ დახრილად ჩანდა.

 


Fit-ისთვის ნაცნობ ამ მახასიათებლებს ამჯერად ჩაანაცვლებს ე. წ. Magic Seat შესაძლებლობები, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში სალონის გარდაქმნა შეუძლია. შედეგად გაიზრდება ინტერიერის სივრცე. სავარაუდოა, რომ 2020 წლის მოდელში ასევე ვიხილავთ მძღოლის დამხმარე უფრო სტანდარტიზებულ ტექნოლოგიურ მახასიათებლებს, მაგალითად ზოლში დარჩენის დამხმარეს, ადაპტურ კრუიზს stop & go ფუნქციითა და გზიდან გადასვლის შემცირების სისტემას.

 

ეკონომიური ძალური გადაცემის სისტემა


Fit-ის ძალური გადაცემის სისტემის ხაზი წარმოდგენილი იქნება ბენზინისა და დიზელის ვარიანტებში (ეს უკანასკნელი მხოლოდ ევროპის ბაზრისთვის). სავარაუდოდ, თავდაპირველად ვიხილავთ 1.0-ლიტრიან ტურბოჩაბერვიან, სამცილინდრიან ბენზინის ძრავას და 1.5-ლიტრიან დიზელის ძრავას. ასევე უნდა ველოდოთ 1.5-ლიტრიან, 151 ცხენის ძალის მქონე ჰიბრიდსაც, რომელსაც Insight-ის სისტემა ექნება.

 


ამავე დროს ვრცელდება ჭორები სრულიად ელექტრული ვარიანტის შესახებაც, მაგრამ ინფორმაციას Honda ჯერ არ ადასტურებს. ამბობენ იმასაც, რომ ამ მოდელის გარბენის მანძილი 300 კმ იქნება და Nissan Leaf-ს გაუწევს კონკურენციას.


კონკურენტები & გაშვება


Fit/Jazz-ს კონკურენციის გაწევა მოუწევს მუდმივად შემცირებად სუბკომპაქტურ სეგმენტში, რომელიც სულ უფრო მეტ ზეწოლას განიცდის კროსოვერებისგან. გარდა ამისა, მისი კონკურენტები იქნებიან ისეთი მოდელები, როგორებიცაა Volkswagen Polo, Ford Fiesta, Mini Cooper, SEAT Ibiza, Suzuki Swift, Citroen C3, Mazda 2, Toyota Yaris, Hyundai i20, Nissan Versa, Chevrolet Sonic, Kia Picanto და upcoming Opel Corsa.

 


მოდელი წლის ბოლოსთვის გაეშვება, სავარაუდოდ ფრანკფურტის მოტორშოუზე სექტემბრის შუა რიცხვებში ან ტოკიოს 46-ე მოტორშოუზე ოქტომბერში, გაყიდვები კი 2020 წელს დაიწყება.


და ბოლოს, რას ფიქრობთ ახალ Fit-ზე? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

© 2015 Sun Petroleum Georgia