Citroen-ი 2021 წლისთვის ფლაგმანური სედანის გამოშვებას გეგმავს

Citroen-ი ახალ ფლაგმანურ სედანზე მუშაობს, რომელიც ბაზარზე 2021 წელს გაეშვება. ამის შესახებ პორტალი Auto Express-ი იუწყება.


შანხაის ავტოშოუზე ახალი მოდელის განხილვისას, Citroen-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლინდა ჯეკსონმა განაცხადა, რომ ფრანგული ავტომწარმოებელი ბრწყინვალე პოზიციაშია ასეთი მანქანის შესაქმნელად.

 


„იმის დასამტკიცებლად, რომ ჩვენ მსოფლიო ბრენდი ვართ, ჩვენ უნდა გვქონდეს ფართო დიაპაზონის მოდელები, რომელთა შორის იქნება როგორც პატარა და საშუალო მანქანები, ისე SUV-ები და დიდი მანქანები. Citroen-ს დიდ მანქანებში გაცილებით დიდი სანდოობა აქვს, ვიდრე სხვა ნებისმიერ მწარმოებელს. ჩვენ ის ძალიან ტრადიციული გზით უნდა შევქმნათ. მისთვის ბაზარი არსებობს და ეს მოდელი დღის სინათლეს სულ რამდენიმე წელიწადში იხილავს“, — აცხადებს ჯეკსონი.

 


ახალი Citroen-ის ძარა PSA Group-ის EMP არქიტექტურას დაეფუძნება, რომელიც ამჟამად გამოყენებულია Vauxhall Grandland X-სა და Peugeot 508-ში. ეს პლატფორმა მხარს უჭერს plug-in ჰიბრიდებსა და ICE ძალური გადაცემის სისტემებს, მაგრამ როგორც ავტომწარმოებელი აცხადებს, მუშაობს EMP-ის ახალ ვერსიაზე, რომელსაც სრულიად ელექტრული ძალური გადაცემის სისტემის მხარდაჭერაც ექნება.

 


რაც შეეხება მანქანის დიზაინს, Citroen-ის შთაგონების წყარო 2016 წელს წარმოდგენილი Cxprience კონცეპტი იქნება. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ მას ხუთკარიანი ფასტბეკი ექნება.

 

© 2015 Sun Petroleum Georgia