Hyundai-ს დიზაინის ახალი ბოსი - შემდეგი თაობის მოდელები შეიძლება სრულიად განსხვავებული იყოს

Hyundai-ს დიზაინის ახალი გლობალური ხელმძღვანელი, სიმონ ლოუსბი აცხადებს, რომ ის მზადაა რადიკალური ცვლილებებისათვის კორეული ავტომწარმოებლის შემდეგი თაობის დიზაინის ენაში, როცა ელექტრიფიკაცია და თვითმართვადი სისტემები უკვე სტანდარტი გახდება.


გამოცემა Autonews-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ლოუსბი აღნიშნავს, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება Hyundai-ს ხაზში ამჟამად გაბატონებული Sensuous Sportiness-ის დიზაინის ენის მსგავსი მემკვიდრის შექმნა.

 


გარდა შარშანდელ ჟენევის ავტოშოუზე წარმოდგენილი Le Fil Rouge-ის კონცეპტისა, Sensuous Sportiness-ის დიზაინს ნახავთ ყველა ახალ Sonata-ში. დიზაინის სრულიად გადასინჯვა შესაძლოა ნიშნავდეს იმას, რომ Hyundai-მ გადაიფიქრა, რომ მთავარი პრიორიტეტი სედანებს მიანიჭოს.


„თუკი ეს თაობა Sensuous Sportiness დიზაინშია გადაწყვეტილი, შეგვიძლია თუ არა ასე გაგრძელება? არის თუ არა ეს სტილი ხუთი წლის შემდეგ კიდევ რელევანტური? ან სჭირდება თუ არა მას მიმართულებითი ან რადიკალური ცვლილებები?“


მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტის ამ კითხვაზე ლოუსბის პასუხი არ აქვს, ის აშკარად გამოხატავს ცვლილებებისათვის მზადყოფნას.

 


„კვლავ გვიჭრდება თუ არა ტრადიციული სედანები? სერიოზულად მაინტერესებს, რამდენი დიზელისა და ბენზინის ძრავიანი ავტომობილი გვჭირდება? არსებობს ძირითადი ფუნდამენტები, რომლებსაც უნდა გავყვეთ შემდეგი თაობების ჩვენს მაღალი მოცულობის პროდუქტებში“, — აღნიშნავს ლოუსბი.


„მიუხედავად იმისა, რომ მხიბლავს სრულიად ელექტრულ პლატფორმაზე, თვითმართვადობაზე, დრონებსა და რობოტიკაზე გადასვლა, რა იქნება ამის შემდეგ? ეს იქნება ჩვენი მთავარი გამოწვევა“, — ამბობს სიმონ ლოუსბი.


და ბოლოს, იგი აღნიშნავს იმასაც, რომ სულ მალე დაიწყებს მუშაობას შემდეგი თაობის Sonata-ზე, რომლის გამოსვლაც ხუთი წლის შემდეგ იგეგმება.

 

© 2015 Sun Petroleum Georgia