Toyota 12 ახალ ან დიზაინირებულ მოდელზე მუშაობს, მათ შორის არის Tundra-ც

ნიუ-იორკის ავტოშოუზე Toyota-მ 2020 წლის Highlander-ი და Yaris ჰეტჩბეკი წარადგინა, მაგრამ როგორც ჩანს, სულ მალე კიდევ რამდენიმე ახალ მოდელს ვიხილავთ.


გამოცემა Motor Trend-თან საუბრისას, Toyota-ს ჩრდილოეთ ამერიკის ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მომავალი სამი წლის განმავლობაში, კომპანია 12 ახალ ან დიზაინირებულ მოდელს გამოუშვებს. ჯეკ ჰოლისი დეტალების დაკონკრეტებისგან თავს იკავებს, მაგრამ სიაში მოხვდა რამდენიმე ისეთი მოდელი, რომელიც Toyota-მ უკვე გააუმჯობესა. გარდა ზემოთხსენებული Highlander-ისა და Yaris-ისა, მათ შორის ასევე არის Corolla, Corolla ჰიბრიდი, RAV4 და Supra.

 


დანარჩენი ექვსი მოდელის შესახებ ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ როგორც ჰოლისმა ცოტა ხნის წინ უკვე განაცხადა, სულ მალე უნდა ველოდოთ ახალ Tundra-ს. იგი მსუბუქი სატვირთო მანქანის გამოშვების ზუსტ თარიღს საიდუმლოდ ტოვებს, თუმცა ადასტურებს, რომ კომპანია მუშაობს ახალ პლატფორმაზე, რომელიც თანდათანობით საფუძვლად დაედება შემდეგი თაობის Tundra-ს, Tacoma-ს, 4Runner-სა და Sequoia-ს. გავრცელებული ინფორმაციით, ახალ ტუნდრას მომავალ წელს უნდა ველოდოთ, 2021 წლის მოდელის სახით.

 


მართალია, Tundra ერთ-ერთია დარჩენილი ექვსი ახალი ან დიზაინირებული მოდელიდან, მაგრამ დანარჩენი ხუთის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. უნდა აღინიშნოს, რომ ფოტოგრაფებმა დააფიქსირეს შემდეგი თაობის Sienna-ც. სავარაუდოდ, Tundra-ს შემდეგ სულ მალე გამოვა ახალი Sequoia-ც.

 


Toyota-ს ჩრდილოეთ ამერიკის ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი ჯეკ ჰოლისი აღნიშნავს იმასაც, რომ RAV4-სა და CH-R-ს შორის არსებობს გარკვეული სიცარიელე სხვა კროსოვერისთვის. ამ ორ მოდელს შორის ფასის ნაპრალი 4505$-ია. მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ CH-R-ის გაყიდვებზე ძლიერ უარყოფითად მოქმედებს ის ფაქტი, რომ ამ მოდელს ოთხივე წამყვანი თვლის სისტემა (სრული ამძრავი) არ აქვს.


ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ Toyota განიხილავს ოთხივე წამყვანი თვლის მქონე მოდელს RAV4-სა და CH-R-ს შორის.

© 2015 Sun Petroleum Georgia