დედამიწიდან მარსისკენ - ილონ მასკი წითელ პლანეტას უმიზნებს

პროგრესს ერთეულები ამოძრავებენ. ადამიანები, რომლებიც მასებისგან განსხვავებულად აზროვნებენ და სამყაროსაც განსხვავებული თვალით უყურებენ. სწორედ ამ ადამიანების და მათი ხორცშესხმული იდეების წყალობით დღეს კაცობრიობა მეცნიერების და ტექნიკური პროგრესის უმაღლეს მწვერვალებს იპყრობს.

 

 

ჟაკარდის პროგრამირებადი საქსოვი დაზგა, მორზეს ტელეგრაფი, მარკონის რადიო, ედისონის ნათურა - ყოველი ნოვატორის მორიგი ნოვატორული ქმნილება კაცობრიობის განვითარებას მორიგ ბიძგს აძლევდა. ასეა დღესაც.

 

XXI-ე საუკუნეში ყველაზე დიდ ნოვატორად ამერიკელი ბიზნესმენი ილონ მასკი ითვლება. ამ ადამიანის სამოქმედო არეალი ჩვენი პლანეტის ფარგლებს უკვე დიდი ხანია გასცდა. Tesla-ს ელექტრომობილების წარმოებასთან ერთად, მასკის კუთვნილებაში კომპანია SpaceX-ი შედის, რომელიც კოსმოსის ათვისებითაა დაკავებული.

 

 

2002 წელს დაარსებულმა კერძო კომპანიამ, რომელშიც მხოლოდ 5 000 ადამიანი მუშაობს, 2017 წლის 2 ოქტომბრის მდგომარეობით, წელს განხორციელებული კოსმოსური სტარტების 24 %-ი სწორედ SpaceX-ზე მოდის. მსოფლიო ბაზარზე ამერიკის წილი 35 %-ია, რუსეთის კი მხოლოდ 24 %-ი. მომავალი წლისთვის კომერციული სტარტების ბაზარზე მასკის კომპანია 45 %-იანი სეგმენტის დაკავებას აპირებს.

 

თუმცა როგორც ჩანს მასკი დ მისი SpaceX-ი მიღწეულზე გაჩერებას არ აპირებს. 25-29 სექტემბერს, ავსტრალიურ ქალაქ ადელაიდაში გამართულ ასტრონაფტიკის 68-ე საერთაშორისო კონგრესზე (IAC2017 (International Astronautical Congress)) მასკმა კოსმონავტიკის ისტორიაში ყველაზე თამამი და ინოვაციური პროექტი წარმოადგინა.

 

 

ახალი პროექტით ილონ მასკი მარსს უმიზნებს. საკუთარ პრეზენტაციაში ბიზნესმენმა ახალი სატრანსპორტო სისტემა BFR - Big Falcon Rocket-ი წარმოადგინა. ის მრავალჯერადი გამოყენების მძიმე რაკეტისგან და 100 ადამიანზე გათვლილი პილოტირებადი ხომალდისგან შედგება. უნივერსალურ სისტემას ჩვენს პლანეტის გარშემო ფრენებისთვის, ასევე მთვარისა და მარსის მისიებისთვის გამოიყენებენ. პროექტის ამოქმედების შემთხვევაში Big Falcon Rocket-ი SpaceX-ის ყველა ამჟამინდელ რაკეტას და კოსმოსურ ხომალდს ჩაანაცვლებს.

 

Big Falcon Rocket-ის რაკეტა აქამდე შექმნილებიდან ყველაზე დიდი იქნება. 12 მ-ის დიამეტრისას მისი ჯამური სიგრძე 122 მეტრი იქნება. დაბალ საყრდენ ორბიტაზე ეს გიგანტი, რომლის პირველ საფეხურსაც 31 ძრავა ექნება 150 ტონა ტვირთის გატანას შესძლებს. პირველი საფეხურის სახით Big Falcon Rocket-ზე ზომებში გაზრდილი რაკეტა Falcon 9 იქნება გამოყენებული.

 

 

რაც შეეხება პილოტირებად ხომალდს 17 მეტრი დიამეტრისას, მისი სიგრძე 50 მეტრი, თვირთამწეობა კი 450 ტონა (საწვავთან ერთად) იქნება. მისი ექვსი ძრავადან სამი ატმოსფეროში, სამი კი - ღია კოსმოსში იმუშავებს.

 

მასკის აზრით Big Falcon Rocket-ის გამოყენება დედამიწაზეც შეიძლება. პლანეტის ნებისმიერ წერტილში ტვირთის მიტანას მხოლოდ 45 წუთი დაჭირდება. მაგალითად, ნიუ-იორკიდან შანჰაიმდე არსებული მანძილის დაფარვას ეს სუპერ ხომალდი 39 წუთს მოანდომებს, ლონდონამდე კი 29 წუთს. ატმოსფეროს ფარგლებში Big Falcon Rocket-ის მაქსიმალური სიჩქარე 29 000 კმ/სთ იქნება. მასკის მოსაზერბით ბილეთის ფასი თვითმფრინავ Airbus A380-ის ბილეთის ღირებულებას არ უნდა აღემატებოდეს.

 

 

მარსის კოლონიზაციისთვის SpaceX-ი თანხების მოძეებას „ნასა“-სთან თანამშრომლობთ და კომერციული სტარტებით აპირებს. Big Falcon Rocket-ის გამოყენებით წითელ პლანეტაზე ავტონომიური დასახლების ჩამოყალიბება იგეგმება. არსებული გეგმით 2022 წლისთვის მარსისკენ ორი სატვირთო Big Falcon Rocket-ის გაგზავნა იგეგმება. ორი წლის შემდეგ კი წითელი პლანეტის მიმართულებით პირველი პილოტირებადი მისია შესდგება.

© 2015 Sun Petroleum Georgia