Bugatti ჰიპერქარ Divo-ს ტესტირების დროს გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

Bugatti თავის ახალი მოდელის, Divo-ს ფოტოებს აქვეყნებს, რომლებიც გაყიდვების დაწყებამდე, ტესტირებისას არის გადაღებული.


ფრანგულმა ავტომწარმოებელმა Divo შარშან, კალიფორნიაში, პებლ-ბიჩის ელეგანტურობის კონკურსზე (Pebble Beach Concours d’Elegance) წარმოადგინა. მიუხედავად მოხდენილი ახალი სახელისა, ვერ ვიტყვით, რომ Divo მთლიანად ახალი მანქანაა; იგი ეფუძნება Chiron-ს, თუმცა დამატებული აქვს საკმაოდ ბევრი ახალი დეტალი.

 


Chiron-ის მსგავსად, Divo აღჭურვილია ოთხმაგი ტურბოჩაბერვიანი 8.0-ლიტრიანი W16 ძრავით, რომელსაც 1479 ცხენის ძალა და 1600 ნიუტონ-მეტრი მაბრუნი მომენტი. მიუხედავად იმისა, რომ ძრავი ხელუხლებელია, Bugatti-მ მრავალი ცვლილება შეიტანა საჭით მართვის სისტემასა და საკიდრებში. რაც შეეხება წონას, Divo 35 კლ-ით ნაკლებია Chiron-ზე.

 


Bugatti-ს განცხადებით, ტესტირების ბოლო რაუნდის დროს, Divo შეამოწმეს 250 კმ/სთ სიჩქარეზე 40 გრადუსიან გარემოში; საჭესთან განვითარების ინჟინერი ჟულია ლემკი იჯდა. ფოტოებზე ასახული მანქანა შეიძლება პროტოტიპია, მაგრამ ის აშკარად უკეთესად გამოიყურება, ვიდრე ის შავი და ლურჯი Divo, რომელიც ავტომწარმოებელმა თავდაპირველად წარუდგინა მსოფლიოს.

 


რაც შეეხება ექსტერიერს, ის Chiron-ისგან დრამატულად განსხვავდება და დამზადებულია ძარის სრულიად ახალი პანელებით. წინა ნაწილი უფრო ბასრია, გვერდები უფრო მიზანმიმართულად გამოიყურება, უკან კი ნახავთ ალბათ ერთ-ერთ ყველაზე „შეშლილ“ გაბარიტულ ფარებს, რაც შეიძლება რომელიმე თანამედროვე მანქანაში შეგხვდეთ.


აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ Bugatti Divo-ს მხოლოდ 40 ეგზემპლარი გამოვა.

 

 

 

© 2015 Sun Petroleum Georgia