ახალ Opel Corsa-ში დიდი ცვლილებებია - მოდელის წონა 980 კგ-დან დაიწყება

მეექვსე თაობის Corsa სუპერმინი მოდელის შესახებ Opel-მა ახალი დეტალები გაახმაურა. ევროპის ბაზარზე ეს მოდელი წლის ბოლომდე გამოჩნდება.


PSA-ს CMP არქიტექტურის წყალობით, რომელიც უახლეს Peugeot 208-შიც არის გამოყენებული, შემდეგი თაობის Opel/Vauxhall Corsa-ში მნიშვნელოვნად შემცირდება წონა და შედეგად, ამჟამინდელ მოდელზე 10 პროცენტით უფრო მსუბუქი იქნება.

 


Opel-ის განცხადებით, 2020 წლის Corsa-ს ყველაზე მსუბუქი ვერსია სულ რაღაც 980 კგ იქნება, წინამორბედზე 108 კგ-ით მსუბუქი, მაგრამ შეინარჩუნებს მის მსგავს ხელწერას.


წონა დაზოგილია მრავალ სხვადასხვა მახასიათებელში. მაგალითად, მაღალი სიმტკიცისა და ულტრამაღალი სიმტკიცის ფოლადის გამოყენება ძარის ჩონჩხს 40 კილოგრამით ამსუბუქებს, მთლიანად ალუმინის სამცილინდრიანი ძრავა კი 15 კგ-ით.

 


გარდა ამისა, ასევე ალუმინისგან არის დამზადებული ძარის პანელები, მაგალითად, კაპოტი, რაც კიდევ დამატებით 2,4 კგ-ს ზოგავს. ამჟამინდელ მოდელთან შედარებით 10 კგ-ით დაკლების საშუალებას იძლევა სავარძლების ახალი, ოპტიმიზებული სტრუქტურაც.


2020 წლის Opel Corsa გამოიყენებს PSA-ს ტურბოჩაბერვიან, 1.2-ლიტრიან სამცილინდირიან ბენზინის ძრავას სხვადასხვა მახასიათებლებით. გარდა ამისა, კომპანია ასევე გეგმავს ელექტროვერსიის გამოშვებასაც, ზუსტად Peugeot 208-ის მსგავსად, რომელიც ბაზარზე 2020 წლის შუა პერიოდში გავა.

 


მიუხედავად თავის ფრანგ „ბიძაშვილთან“ საერთო პლატფორმისა და კომპონენტებისა, ახალ Opel Corsa-ს ექნება დიზაინის საკუთარი მახასიათებლები როგორც შიგნით, ისე გარეთ. ბაზარზე ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ხუთკარიანი მანქანის სახით. აღსანიშნავია ისიც, რომ Ford Fiesta-ს შემდეგი მოდელის კონკურენტს ადაპტური LED ფარები ექნება.

© 2015 Sun Petroleum Georgia