სავარაუდოდ, Mazda გაუმჯობესებულ, ტურბოძრავიან Mazda3-ზე მუშაობს

MazdaSpeed3 დაახლოებით ერთი წლის წინ გაუჩინარდა, მაგრამ თუ გავრცელებულ ინფორმაციას დავუჯერებთ, სულ მალე უნდა ველოდოთ მაღალი საექსპლუატაციო თვისებების მქონე მოდელს.


გამოცემა Autocar-ის ცნობით, 2021 წლისთვის Mazda-მ მწვანე შუქი აუნთო ახალ, ცხელ Mazda3-ს.

 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომპანია ამ მოდელისთვის განიხილავს ძრავის რამდენიმე ვარიანტს, მაგრამ როგორც ჩანს, მანქანა აღიჭურვება 2.5-ლიტრიანი ტურბოჩაბერვიანი, ოთხცილინდრიანი ძრავით, რომელსაც უკვე იყენებს CX-5 და Mazda6.

 


ძრავა 250 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, რაც მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა 2.5-ლიტრიანი, უჩაბერვო, ოთხცილინდრიან ძრავასთან შედარებით, რომელსაც 186 ცხენის ძალა აქვს.


მოდელის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. უცნობია ისიც, მანქანას სრული ამძრავი (ოთხივე წამყვანი თვალი) ექნება თუ მხოლოდ წინა წამყვანი თვლები. არ არსებობს არანაირი ცნობა გადაცემათა კოლოფის შესახებაც, თუმცა, სავარაუდოდ უნდა ველოდოთ ექვსსიჩქარიან კოლოფს.


მსგავს მოდელზე მუშაობას არ ადასტურებს Mazda-ს პროგრამის მენეჯერი კოტა ბეპუ, მაგრამ ადასტურებს, რომ ასეთი მოელისადმი ინტერესი მართლაც დიდია.

 


მიუხედავად იმისა, რომ ამ მანქანას შესაძლოა კონკურენტებზე უფრო მეტი ძალა ჰქონდეს, ბეპუ აღნიშნავს, რომ ავტომობილს საჭიროა იყოს „საიმედო და მეგობრული, უფრო მეგობრული, ვიდრე Golf GTI“.


ეს კი იმაზე მიანიშნებს, რომ ამ მოდელში სავარაუდოდ დაბალანსებული იქნება კომფორტი და ტექნიკური მახასიათებლები, რითაც იაპონური ავტომწარმოებელი კარგად უპასუხებს თავის მზარდ ამბიციბს.

© 2015 Sun Petroleum Georgia