ალაბამაში 2020 წლის Mercedes-Benz GLS-ი კამუფლაჟის გარეშე შენიშნეს

2020 წლის Mercedes-Benz GLS-ის მსოფლიო პრემიერა მომავალ კვირაში, ნიუ-იორკის ავტოშოუზე შედგება.


პორტალ Carscoops-ს მკითხველმა ჯეოფ ოლსონმა მიაწოდა ალაბამის ქალაქ ბირმინგემში გადაღებული ფოტოები, რომლებშიც ეს ავტომობილი კამუფლაჟების გარეშეა ასახული.


აქამდე გავრცელებული სხვა ფოტოებისგან განსხვავებით, ახალ სურათებში კარგად ჩანს GLS ახალი, წინა ბამპერის საფარი. ასე რადიკალურად განსხვავებული წინა ბამპერი ცოტა არ იყოს, მოულოდნელია.

 


პირველი, რასაც ახალი GLS-ის წინა მხარეს შენიშნავთ, არის ის, რომ მისი წინა ცხაური თითქმის უცვლელია. მართალია, მისი ფორმა ცოტა შეცვლილია, მაგრამ შენიშნავთ მასზე ჰორიზონტალურად გავლებულ ორ ვერცხლისფერ პანელს.


საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ახალი GLS-ის წინა ბამპერი გერმანული ავტომწარმოებლის ამ რანგის ამჟამინდელი მანქანების მსგავსია; წინამორბედებთან შედარებით არის უფრო დახვეწილი და ნაკლებად აგრესიული.

 


მიუხედავად იმისა, რომ ახალი GLS-ის წინა მხარეს გარკვეული მსგავსებები აქვს ამჟამინდელ სხვა მოდელებთან, სრულიად განსხვავებულია უკანა მხარე; იქ ნახავთ ახალ გაბარიტულ ფარებს, რომელთა შორის გადაჭიმულია LED განათების ბარი. როგორც ჩანს, Mercedes-Benz-ის დიზაინერებმა ასევე კარგად იმუშავეს, რათა უკანა ბამპერი უფრო მეტად დახვეწილი და ელეგანტური ყოფილიყო.

 


2020 წლის Mercedes-Benz GLS-ის საფუძველი იქნება Modular High Architecture (MHA), რომელიც ასევე გამოყენებულია ბოლო GLE-ში. ახალ GLE-ში წარმოდგენილია ექვს და რვაცილინდრიანი ძრავები, ისევე როგორც ჰიბრიდები და plug-in ჰიბრიდები. GLS-ის მოწინავე მოდელს GLS 63 ერქმევა, მაგრამ ამჟამინდელი მოდელებისგან განსხვავებით, სავარაუდოდ არ გამოიყენებს 5.5-ლიტრიან ორმაგ ტურბოჩაბერვიან V8 ძრავას; მის ნაცვლად აღიჭურვება 4.0-ლიტრიანი ორმაგი ტურბოძრავათი, რომელიც 603 ცხენის ძალას განავითარებს.

 

 

 

© 2015 Sun Petroleum Georgia