აშშ-ში გამოჩნდა მწვანე Jaguar F-Pace-ი, რომელიც 81 სმ დისკებზე დგას

Jaguar-ი მაღალი კლასის სხვა ავტომობილთა ელეგანტურ, ნამდვილ ბრიტანულ ალტერნატივად მიიჩნევა. ასე მოხდა კომპანიის პირველი SUV-ის, F-Pace-ის შემთხვევაშიც, რომელმაც ბრენდისკენ იმაზე მეტი მომხმარებელი მოიზიდა, ვიდრე მისმა პირველმა ელექტრომობილმა, კროსოვერმა I-Pace-მა.


საინტერესოა, რომ F-Pace-ს არ აქვს არაფერი, რითაც ბრენდი Jaguar-ი გამოირჩევა. ავტომობილი აშშ-ში, მანქანების შეხვედრაზე გადაიღეს და როგორც ჩანს, მისი თავდაპირველი ფერი წითელი იყო.

 


როგორც ჩანს, მფლობელს ბორბლების ზომა არ აკმაყოფილებდა და გაზარდა. სიტყვა „გაზარდა“ კიდევ ცოტაა, რადგან დისკების დიამეტრი არც მეტი, არც ნაკლები, 81 სანტიმეტრია. სავარაუდოდ, საჭირო გახდებოდა გარკვეული ტექნიკური მოდიფიცირებაც, რათა ისინი ბორბლების თაღებში შეტეულიყო.


შემდეგი ნაბიჯი იყო უფრო მყვირალა ფერის არჩევა — ამ მხრივ ღია მწვანე ბევრის ფავორიტია. შეცვლილია ცხაურიც; უცნაურია, მაგრამ მფლობელს დაუტოვებია Jaguar-ის ემბლემა, რათა ყველასთვის ადვილი გამოსაცნობი ყოფილიყო მისი მონსტრის ბრენდი.

 


რა თქმა უნდა, ასეთ მანქანას ინდივიდუალური ინტერიერიც სჭირდება. სალონის დიდი ნაწილი გაფორმებულია წითელი და შავი ტყავით. კარების შიდა ნაწილებზე დამონტაჟებულია უზარმაზარი დინამიკები, რომლებიც ნამდვილად საჭირო იქნებოდა ამ უნიკალური ქმნილებისთვის.

 

 

© 2015 Sun Petroleum Georgia