ბრიტანეთში უკანა ხედვის სარკეზე ნივთების ჩამოკიდება აიკრძალა

შესაძლოა თქვენც ხართ იმ მძღოლებს შორის, რომლებიც ჰაერის გამწმენდებს, დროშებსა თუ რელიგიურ ნივთებს სალონის უკანა ხედვის სარკეზე კიდებენ. მაგრამ თუ თქვენ გაერთიანებულ სამეფოში გიწევთ მანქანის მართვა, ასეთი ქმედება შეიძლება 1000 ფუნტი სტერლინგი დაგიჯდეთ; ამ ქვეყანაში შეიძლება საქარე მინაზე მიკრული სტიკერის გამოც დაჯარიმდეთ.

 


აკრძალვის მიზანი ის არის, რომ მძღოლებს თავისუფალი ჰქონდეთ ხედვის სივრცე, არ შეექმნათ არანაირი დაბრკოლება, რაც თავის მხრივ, შეამცირებს მათი რეაგირების დროს და თავიდან აიცილებენ საგზაო ინციდენტებს.


ოფიციალურად, საქარე მინაზე დეკორაციებისა და სტიკერების მიკვრა ბრიტანეთში აკრძალული არ არის. თუმცა, თუ პოლიციელები ჩათვლიან, რომ თქვენს მანქანაზე მიკრული ასეთი სტიკერები ხელს გიშლით სუფთა ხედვაში, 100 ფუნტი სტერლინგით დაჯარიმდებით.

 

© 2015 Sun Petroleum Georgia