შუმახერის ვაჟმა F1-ის ტესტირებაზე ბაჰრეინში Ferrari-თ იასპარეზა

ბაჰრეინის საერთაშორისო ავტოდრომზე, სეზონური ტესტირების პირველივე დღეს, მიკ შუმახერმა ფორმულა ერთის მანქანით პირველი საკუთარი ტესტი ჩაატარა.


მიხაელ შუმახერის 20 წლის ვაჟმა Ferrari-ს 2020 წლის მანქნა, SF90 მართა. მიკმა მეორე ადგილი დაიკავა; პირველი ადგილის მფლობელი Red Bull Racing-ის წამრომადგენელი მაქს ვერსტაპენი გახდა.

 


BBC Sport-ის ცნობით, მიკ შუმახერმა 56 წრე 1 წუთსა და 29.976 წამში დაარტყა ყველაზე რბილი და სწრაფი საბურავებით. აღსანიშნავია ისიც, რომ მისი გამოსვლის დროს, ამინდი განსაკუთრებით ცუდი და ხელისშემშლელი იყო.


შუმახერის თქმით, Ferrari-ში ჩაჯდომისთანავე თავი ისე იგრძნო, როგორც სახლში.


„ნამდვილად გავერთე. SF90 საოცარი მანქანაა სიძლიერის მხრივ, მაგრამ ამავე დროს, სატარებლად საკმაოდ მშვიდია; სწორედ ამან მომანიჭა ყველაზე დიდი სიამოვნება. გაოცებული ვიყავი F1 მანქანის მუხრუჭის ძალით“, — აღნიშნა შუმახერმა.

 


ტესტის დროს შუმახერის ყველაზე სწრაფი წრე 2,11 წამით უფრო ნელი იყო, ვიდრე შარლ ლეკლერკის იგივე მაჩვენებელი.


ბაჰრეინის ტესტირების მესამე დღეს, 20 წლის გერმანელი ასევე გატესტავს Alfa Romeo-ს 2019 წლის მანქანას.
წლის დასაწყისში, ლეგენდარული მიხაელ შუმახერის ვაჟი Ferrari-ს მართვის აკადემიაში შევიდა და თუკი ფორმულა ორის სეზონზე მისი დებიუტი წარმატებული იქნება, არ არის გამორიცხული, იტალიურმა კომპანიამ ის საკმაოდ სწრაფად გადაიყვანოს ფორმულა ერთში.

 

© 2015 Sun Petroleum Georgia