Ford-ი Puma-ს აბრუნებს, ამჯერად პატარა კროსოვერის სახით

Ford-ის ახალ, პატარა კროსოვერს Puma ერქმევა. ბრენდის პორტფოლიოში ეს სახელი თითქმის 17-წლინი პაუზის შემდეგ ბრუნდება.


წინა Puma-სგან განსხვავებით, რომელიც 1997-2002 წლებში გამოდიოდა და პატარა კუპე იყო, ახალი მოდელი წარმოადგენს „SUV-ით შთაგონებულ კროსოვერს“, რომელშიც ხაზგასმულია უნივერსალურობა.

 

 

ავტომწარმოებლის განცხადებით, ის საუკეთესო იქნება თავის კლასში, განსაკუთრებით ბარგის ტევადობისა და მოქნილობის მხრივ.


Fiesta-ზე დაფუძნებულ კროსოვერს აქვს განსხვავებული სტილის ციმციმები, ფარები, აეროდინამიკური ხაზები და აწეული კლირენსი. Ford-ი ურბანული მიდგომით წავიდა, რადგან ორ ოფიციალურ ფოტოზე ნაჩვენებ მოდელებს პლასტიკის გარსაკრავები არ ფარავს.

 


გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ახალი Puma ბაზარზე უკვე არსებულ EcoSport-ის გვერდით გამოჩნდება, როგორც მისი სპორტული ალტერნატივა და არა ჩამნაცვლებელი.


2020 წლის Puma გამოიყენებს ჰიბრიდული ძალური გადაცემის სისტემას, რომელიც აერთიანებს 1.0-ლიტრიან სამცილინდრიან ბენზინის ძრავსა და 48 ვოლტიან ღვედურამძრავიან ინტეგრირებულ გენერატორს, რომლებსაც საერთო ჯამში 153 ცხენის ძალა ექნება.

 


ახალი Puma-ს წარმოებას Ford-ი უახლოს თვეებში დაიწყებს, რუმინეთში მდებარე ქარხანაში. 2008 წლიდან დღემდე, ამ საწარმოში კომპანიამ 1,5 მილიარდი ევროს ინვესტიცია განახორციელა. Ford-ის ვარაუდით, ავტომობილის სრული პრეზენტაცია ამ ზაფხულს უნდა მოხდეს, გაყიდვები კი წლის ბოლოს დაიწყება.

 

 

 

© 2015 Sun Petroleum Georgia