2020 წლის Honda Fit / Jazz-ის შესახებ უფრო მეტი დეტალი ხდება ცნობილი

რამდენიმე თვის წინ, 2020 წლის Honda Fit / Jazz-ის პირველი ფოტოები გავრცელდა, მაგრამ ამჯერად, საშუალება გვაქვს, მომავალი ჰეტჩბეკი უკეთესად შევათვალიეროთ.


დიზაინირებული მოდელის ტესტირება ამჟამად ევროპაში მალულად მიმდინარეობს. გამოირჩევა უფრო ძვირფასი წინა ბამპერის საფარითა და მოზრდილი ფარებით, რომლებსაც სამგანზომილებიანი ელემენტებიც აქვს. ორივე მხრიდან მათ ორბარიანი ცხაური აკრავს. უფრო დაბლა, Fit-ს ფართო ჰაერმიმღები აქვს, რომელიც ამჟამად წინა ბამპერის გარე კიდეებზეც ივრცობა.

 


გადავინაცვლოთ ცოტა უკნისკენ — იქ ნახავთ წვრილ წინა დგარებსა (მსუბუქი ავტომანქანის ძარას ვერტიკალური დგარი წინა საქარე მინასა და წინა გვერდით მინას შორის) და ვრცელ წინა მართკუთხა ფანჯრებს. გარდა ამისა, Fit-ს აქვს უფრო გამრუდებული ძარა, ევოლუციური წინა და ახალი უკანა ფარები.


საინტერესოა, რომ ფოტოებზე ჩანს სტანდარტული მოდელი და უფრო უხეში, ოფროუდს მიმსგავსებული ვარიანტი. ამ უკანასკნელს აქვს სახურავის სტელაჟი, საბურავების მკაფიო თაღები და საფარი კარებზე.

 


ინტერნეტში ბოლოს გაჟონილი ფოტოები გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის სალონზეც. როგორც ჩანს, მოდელს ექნება ახალი საჭე, უფრო ჩაღრმავებული საზომ ხელსაწყოთა ბლოკი და უფრო თანამედროვე საინფორმაციო სისტემა მეტალის ჩარჩოებით. ასევე კარგად ჩანს სამი მოზრდილი ღილაკი, რომლებიც სავარაუდოდ კლიმატ-კონტროლის სისტემას ეკუთვნის.


Honda ახალი Fit-ის შესახებ ჯერჯერობით დუმილს ინარჩუნებს, მაგრამ თუ გავრცელებულ ინფორმაციას დავუჯრებთ, მოდელი ხელმისაწვდომი იქნება ტრადიციული, ჰიბრიდული და ელექტრო ძალური გადაცემის სისტემებით. საიდუმლოდ გადაღებულ ფოტოებზე სავარუდოდ ჰიბრიდული ვერსიებია აღბეჭდილი.

 

 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათ იგივე ძალური გადაცემის სისტემა აქვთ, რაც Insight-ს.


რაც შეეხება Insight-ს, იგი აღჭურვილია 1.5-ლიტრიანი, ოთხცილინდრიანი ძრავით, ელექტროძრავით, ლითიუმ-იონის ბატარეებით და ელექტრო გადაცემათა კოლოფი უსაფეხურო რეგულირებით. შედეგად, ამ მოდელს აქვს 151 ცხენის ძალა ქალაქში დაახლოებით 5,1 ლიტრს წვავს 100 კმ-ზე.


რაც შეეხება Fit-ის ელექტროვერსიას, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მისი გარბენის მანძილი დაახლოებით 300 კმ იქნება. ეს მაჩვენებელი ჩამოუვარდება Chevrolet Bolt-ისა და Tesla Model 3-ისას, მაგრამ აჭარბებს სტანდარტული Nissan Leaf-ისას, რომელიც ერთი დატენვით 241 კილომეტრს გადის.

 

 

 

© 2015 Sun Petroleum Georgia