27 წლის წინ მაღაზიიდან მოპარული Mercedes SL 500 სულ რაღაც 1900 კმ გარბენით იპოვეს

წარმოგიდგენთ 1992 წლის Mercedes SL 500-ს, რომელსაც მხოლოდ 1900 კილომეტრი აქვს გავლილი და ფრიად უცნაური ისტორია გადახდა თავს.


მანქანა აუქციონის პორტალ Copart-ზე ერთ-ერთმა სადაზღვევო კომპანიამ გაიტანა. აღნიშნულია, რომ ავტომობილი 1991 წელს სადილერო კომპანიიდან მოიპარეს. ეს Mercedes SL 500 მხოლოდ 27 წლის შემდეგ იპოვეს; გაირკვა, რომ მთლი ამ წლების განმავლობაში, ის შენობაში იყო გაჩერებული და გავლილი აქვს მხოლოდ 1900 კილომეტრი.

 


სალონი ღია ფერის ტყავშია გადაწყვეტილი, გამოირჩევა ალუმინის ქარხნული ჰარდტოპით (ასაკეცი სახურავი). მიუხედავად მცირე ნაკაწრებისა, კაბინა მაინც საკმად ახლად გამოიყურება, გარბენის შესაბამისად. ასევე საკმაოდ კარგადაა შენახული ექსტერიერის საღებავი.

 


Mercedes SL 500-ის ეს ადრეული ეგზემპლარი აღჭურვილია კომპანიის M119 5.0-ლიტრიანი V8 ძრავით, რომელიც 322 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, აქვს სტანდარტული ავტომატური გადაცემათა კოლოფი. მდიდრული გერმანული კაბრიოლეტი გამოირჩევა იმ დროის მრავალი ინოვაციით, მათ შორის აქტიური ამორტიზატორებითა და გადმოსაშლელი ბარით.


მანქანა ამჟამად პენსილვანიის ქალაქ პიტსბურგში იმყოფება და აუქციონის საწყისი ფასი 13 900 დოლარს შეადგენს.

 

 

 

 

 

 

© 2015 Sun Petroleum Georgia