Tata Motors-ი უარყოფს გავრცელებულ ცნობას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ის Jaguar-ისა და Land Rover-ის ბრენდების გაყიდვას აპირებს.
თავდაპირველად ინფორმაცია Bloomberg-მა გაავრცელა, რომელიც იუწყებოდა, რომ ინდური კომპანია ორივე ბრიტანული ავტომწარმოებლის გაყიდვას ან პარტნიორის მოძებნას ცდილობდა დაბალი ფასების შენარჩუნების მიზნით.
თუმცა, როგორც Tata Motors-ის პრესპიკერმა Reuters-ს განუცხადა, ჭორია ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი Jaguar Land Rover-ის გაყიდვას აპირებენ.
თავდაპირველი ინფორმაციის მიხედვით, შიდა წყარო იუწყებოდა, რომ Tata Motors-ი ბრენდების გაყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების ადრეულ ეტაპზეა მრჩევლებთან. თუმცა, ეჭვგარეშეა, რომ იბდური კომპანია Jaguar Land Rover-ზე კონტროლს არ დათმობს და შესაძლოა, მხოლოდ სტრატეგიულ პარტნიორობას ეძებდეს ვინმესთან.
Tata Motors-ი ამჟამად Jaguar Land Rover-ის 100-პროცენტიან წილს ფლობს, რაც 2018 წლის ბოლო მეოთხედის მონაცემებით, 4,1 მილიარდ დოლარს შეადგენს. Jaguar-ის გაყიდვები მნიშვნელოვნად შემცირდა ჩინეთში, დიზელის ძრავებზე მოთხოვნის ზრდის გამო, მნიშვნელოვანი ჩავარდნა ფიქსირდება ევროპაშიც. გარდა ამისა, Brexit-ის გამო კომპანიამ 10 პროცენტით შეამცირა დასაქმებულთა რაოდენობაც.
გასულ თვეში Jaguar Land Rover-მა განაცხადა, რომ ეძებდა დაფინანსების ალტერნატიულ წყაროებს, რადგან ფულის სესხებისთვის გარემოებები არც ისე კარგი იყო. კომპანიას, რომელიც ამჟამად ძალიან დიდ ფულს ხარჯავს ელექტრომობილების განვითარება-შექმნაში, სიტუაციის გამოსასწორებლად უახლოეს 14 თვის განმავლობაში 1 მილიარდი დოლარი ესაჭიროება.