ახალი Mercedes-AMG A45 ხელმისაწვდომი იქნება 383 და 416 ცხენის ძალის ვერსიებად

უახლესი ცნობების მიხედვით, Mercedes-AMG A45-ის პრემიერა, რომელსაც საზოგადოება უკვე დიდი ხანია ელის, ჟენევის მოტორშოუზე შედგება.


ცოტა ხნის წინ, რამდენიმე ჟურნალისტს A45-ის პროტოტიპის მოსინჯვის შანსი მიეცა. Autocar-ის ცნობით, ღონისძიების პროცესში ცნობილი გახდა, რომ სტანდარტული ფორმის A45-ს 383 ცხენის ძალა ექნება, უფრო ძლიერი მანქანის მსურველთათვის კი განკუთვნილი იქნება A45S 4Matic+, რომელსაც 416 ცხენის ძალა ექნება.

 


Mercedes-ის ინჟინრების გამჭრიახობის წყალობით, Mercedes-AMG A45 S 4Matic+-ს 12 ცხენის ძალით მეტი აქვს, ვიდრე M3-ის ძრავით აღჭურვილ BMW M2-ს და 22 ცხენის ძალით მეტი, ვიდრე Audi RS3-ს. გარდა ამისა, 46 ცხენის ძალით აღემატება წინა თაობას.


ახალი A45-ის 2.0-ლიტრიანი ძრავა წარმოადგენს A35-ის ძალური გადაცემის სისტემის გაუმჯობესებულ ვერსიას. სიმძლავრის 100-ზე მეტი ცხენის ძალით გასაზრდელად, Mercedes-AMG აღიჭურვა ახალი ორმაგი ტურბოკომპრესორით და განხორციელდა იმდენი მოდიფიკაცია, რომ AMG მას სრულიად ახალ ძრავად მიიჩნევს.

 


უახლეს A45-ში ასევე ნახავთ ოთხივე წამყვანი თვლის სისტემას. AMG-სა და Magna Powertrain-ის მიერ შექმნილი ეს სისტემები იყენებს ელექტრო-ჰიდრავლიკურ ამოძრავებას და ანაცვლებს უკანა დიფერენციალს ორი გადაბმულობით. შედეგად, თუ საჭირო გახდა, სისტემას 100 პროცენტი ენერგიის გაგზავნა შეუძლია მხოლოდ ერთი უკანა თვლისთვის. გარდა ამისა, მსგავსი მოწყობის წყალობით, მანქანას აქვს დრიფტის რეჟიმიც.


ვიზუალურად, Mercedes-AMG A45-ს მრავალი საერთო ელემენტი აქვს უფრო იაფ A35-თან. მთავარი განსხვავებები ამ ორს შორის არის A45-ის წინა Panamericana ცხაური უკანა ოთხი გამოსაბოლქვი მილი და დისკები.

 

 

© 2015 Sun Petroleum Georgia