შემდეგი თაობის Lexus IS-ს სავარაუდოდ BMW-ს მიერ Supra-სთვის შექმნილი ძრავა ექნება

თუ გავრცელებულ ინფორმაციას დავუჯერებთ, შემდეგი თაობის Lexus IS-ი შესაძლოა, აღჭურვილი იყოს BMW-ს მიერ შექმნილი იგივე 3.0-ლიტრიანი ტურბო ექვსცილინდრიანი ერთრიგა ძრავით, რომელიც ახალ Supra-ს აქვს.


ინფორმაციას იაპონური ჟურნალი Best Car-ია ავრცელებს. მიუხედავად იმისა, რომ ცნობა ჯერ არ დასტურდება, სულაც არ იქნება გასაკვირი, რომ ეს ამბავი მართალი აღმოჩნდეს. BMW M340i და BMW Z4 M40i აღჭურვილია იგივე B58 ძრავით, რითაც Supra. თუმცა, სხვაობა ის არის, რომ გერმანულ მოდელელებში მისი სიმძლავრე 382 ცხენის ძალაა, იაპონურ Supra-ში კი 335.

 


Supra-ს ძრავა ძალური გადაცემის ერთადერთი კომპონენტი არ იქნება, რომელსაც სავარაუდოდ, Lexus IS-ი გამოიყენებს. იაპონიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მომხმარებლებს არჩევანის გაკეთება 2.0-ლიტრიან ტურო, 2.4-ლიტრიან ტურო, და 2.5-ლიტრიან ჰიბრიდებს შორის მოუწევთ.


ეს ყველაფერი არ არის. მოდელის შემდეგ თაობაში შესაძლოა დაბრუნდეს IS F, რომელიც სავარაუდოდ გამოიყენებს LS 500 სედანის V6 ორმაგ ტურბოძრავს. თავის ამჟამინდელი ფორმით, ამ ძრავს 416 ცხენის ძალა აქვს, იგივე, რაც წინას. Lexus-ის ინჟინრები თვალნათლივ მიუთითებენ, რომ LS 500-ის ძრავა IS F-ში უფრო მეტი მახასიათებლებითა და სიმძლავრით იქნება წარმოდგენილი.

 


ახალი IS-ი სავარაუდოდ ამჟამინდელი მოდელის ზომის იქნება, მაგრამ მნიშვნელოვნად შემცირებული იქნება მისი წონა, 1539 კილოგრამამდე. შედარებისათვის, Lexus IS-ი ამჟამინდელი მოდელი 1695 კგ-ს იწონის და უფრო მძიმეა, ვიდრე მისი გერმანული კონკურენტები.

 

შემდეგი თაობის IS-ს Lexus სავარაუდოდ 2021 წელს წარმოადგენს, გაყიდვები კი 2022 წლიდან დაიწყება.

 

© 2015 Sun Petroleum Georgia