გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Ford-ი მუშაობს Mustang-ის უფრო ძლიერ, Ecoboost-ით აღჭურვილ ვერსიაზე, რათა საბოლოოდ ამოავსოს ამჟამად არსებული ნაპრალი ოთხცილინდრიან მოდელებსა და V8 GT-ს შორის.
გამოცემა Hagerty-მ აღმოაჩინა ცოტა ხსნის წინანდელი NHTSA VIN დოკუმენტი, რომელშიც ასახულია 2020 წლის მოდელები, რომელთა შორისაც მოხსენიებულია ორძრავიანი, 2.3-ლიტრიანი Ecoboost Ford Mustang-ი.
როგორც მოსალოდნელი იყო, Ford-ის პრესსპიკერი ამ ამბავს არ ადასტურებს და მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ კომპანია „ყოველთვის ავითარებს Mustang-ს და გაზაფხულზე კიდევ უფრო ამაღელვებელ ახალ ამბავს გავიგებთ“.
2018 წლის მოდელის შემდეგ, Ford-მა Mustang-ის ხაზში V6-ის გამოშვება შეაჩერა და მომხმარებლებს არჩევანი მხოლოდ ოთხცილინდრიან და V8 ვერსიებს შორის დაუტოვა. შედეგად, Mustang-ის დიაპაზონში დიდი ნაპრალი გაჩნდა.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ახალი ძრავის ვარიანტია საშუალო დონის Mustang-ი, რომელიც კონკურენციას გაუწევს 335 ცხენის ძალის V6 ვერსია Chevrolet Camaro-ს. Ford-მა უკვე შექმნა 350 ცხენის ძალა 2.3-ლიტრიანი EcoBoost-ით Focus RS-ის შემთხვევაში და შესაბამისად, მისთვის არც თუ ისე ძნელი იქნება ამავე სიძლიერის Mustang-ის შექმნა.
ახალი Mustang-ის წარდგენა სავარაუდოდ ნიუ-იორკის ავტოშოუზე მოხდება; ამ ღონისძიებამდე კი სულ რამდენიმე თვე რჩება.